ურეკში, ორი წლის წინ მომხდარ ავარიის გამო, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს პოლიცია ეძებს.
საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ, ურეკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს მოუხდა და რომლის შესახებაც მაშინვე იყო ცნობილი პოლიციისთვის. ავარიას მოქალაქის ფიზიკური დაზიანება მოჰყვა, თუმცა, დაზარალებულს არ უჩივლია, მეორე მხარე ყველანაირად ეპატრონა მას და სადავო და საკამათო არც არაფერი დარჩენილა.
ამ ავარიაზე საქმის აღძვრა პოლიციამ, რატომღაც, ახლა გადაწყვიტა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 20 კაცი დაკითხეს, როგორც ოზურგეთელები, ისე ურეკში მცხოვრებნი. ისინი ჯერ ოზურგეთში, შემდეგ კი ბათუმში გადაიყვანეს დასაკითხად. როგორც წყარო ამბობს, მათ აიძულებენ, ჩვენება მისცენ ავარიის შესახებ. სახლშიდაბრუნებულ ყველა იმ პირს, რომლებიც დასაკითხთა სიაში იყვნე, სასტიკად აკრძალული აქვთ ხალხთან ურთიერთობა და ამ თემაზე საუბარი.
ჩვენ რამდენიმეჯერ ვცადეთ დავკავშირებოდით ადიკო ივანიშვილს. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაგვიკეთა: _ ძალიან გთხოვთ, ვერ გიპასუხებთ, _ გვითხრა მან.