https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დემოკრატია ერთი მსახიობის თეატრი არ არის!

4:10; 26.10.2011
მკითხველი
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც იქნა, “გვეშველა” _ პრეზიდენტის მისამართით სახოტბო ჟანრის ლექსი დაიწერა და თანაც ავტორი სასულიერო პირია. ახლა ამ ლექსზე აწყობილი სიმღერის მოლოდინში ვარ. ტელევიზიით ხშირი რეკლამირება, აპლოდისმენტები, სკანდირება, ლექსი და ალბათ, სიმღერაც საიმედო დასაწყისია ახალი კერპის ჩამოყალიბების გზაზე.

როდესაც მთელი საზოგადოების ინტერესები განივთებულია ერთ პიროვნებაში, რომელიც კონსტიტუციას ისე გადააკეთებს და გადმოაკეთებს, როგორც მას მოესურვება, ასეთ კაცს კერპობამდე რაღა უკლია? როდესაც მთელი საკანონმდებლო ორგანო ერთი კაცის ნება-სურვილს უსიტყვოდ ემორჩილება, ეს კერპთაყვანისმცემლობა არ არის? ცხოვრებამ ძველ კერპებს დიდი ხანია, ზურგი შეაქცია, მაგრამ როგორც ირკვევა, უკერპოდ ცხოვრება ძალიან გვიჭირს. მართალია, ძეგლებად ქცეული ძველი კერპები დიდი ხანია აიღეს, მაგრამ კვარცხლბეკები, მგონი, არ დაუნგრევიათ. აქედან არქიფომდე სულ ერთი ნაბიჯია. სახელმწიფო მოხელე წარმატებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, როდესაც იგი პირველი პირის სურვილებს სრულყოფილად აკმაყოფილებს. ზოგჯერ მგონია, რომ სახელმწიფო მოხელეებისთვის ახლო წარსულის გაკვეთილებსაც დაუკარგავს ყოველგვარი მნიშვნელობა. პიროვნების გაღმერთება შეცდომა კი არა, დანაშაული რომ არის, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს? ჩვენმა თაობამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რას ნიშნავს პიროვნების გაღმერთება, რამდენ უსამართლობასა და ბოროტებასთან არის იგი დაკავშირებული და მაინც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ქვეყანა იმ გზით მიჰყავს, რომელმაც ადრე უფსკრულის პირას დაგვაყენა. ხელისუფლების გუნდი ერთი შეხედვით მონოლითურია. ხელისუფლების გარეთ კი ორ კაცს უჭირს ერთიმეორეს შორის საერთო ენის გამონახვა. პარადოქსია, არა?

მე აქ გორდიასის კვანძს ვერ ვხედავ: გახსნილი და თავისუფალი ჩვენ ხელისუფლების გარეთ ვართ, ხელისუფლებაში კი თითქმის ყველას ნიღაბი გვიკეთია. დიქტატურის თუ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, “ერთიანი” გუნდის წევრები დინებას მიყვებიან, რომ პრივილეგიები ხელიდან არ გაუშვან. შიში ერთიმეორის მიმართ, მუდმივი ეჭვიანობა და უნდობლობა მათი ცხოვრების წესია. მოხელეთა უმრავლესობა რობოტივით ასრულებს სხვის განკარგულებას და დამოუკიდებლად აქტიურობას ერიდება, დიქტატორებს ხომ მოაზროვნე ჩინოვნიკები არ სჭირდებათ?! ყველა ხედავს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი სისტემა მანკიერია და ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ნამდვილ დემოკრატიასთან, მაგრამ მაინც ეგუებიან ამას. ეს იმიტომ, რომ, თითქმის, ყველა ჩვენგანში თუ არა, უმრავლესობაში მაინც ზის დიდი თუ პატარა დიქტატორი, სხვისი აზრის და ინტერესების შეუწყნარებლობა და ბავშვური ახირება. ამის გამოა, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ შეთანხმებას. ჩვენ თვითონ ვამბობთ მაქსიმალისტები და უკიდურესობათა ხალხი ვართო. ძნელია, ამას არ დაეთანხმო. უკიდურესობას კი შედეგად დიქტატურა ან ანარქია მოაქვს. ერთიც და მეორეც ფართო გასაქანს აძლევს უსამართლობას და დემოკრატიის ანტიპოდია. მაინც რატომ მივდივართ ამ გზით? ყველა ხომ ჩინოვნიკი, დიდი ან პატარა დიქტატორი ვერ გახდება? რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დემოკრატია და თანასწორუფლებიანობა ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს სრულიადაც არ ხიბლავს. ეს ის ხალხია, ვინც ქრთამითა და ათასგვარი უკანონო მაქინაციებით შეძლო უპირატესობის მოპოვება; ამ ხალხმა დაამკვიდრა ჩვენს ცხოვრებაში დილეტანტიზმი პროფესიონალიზმის ნაცვლად; ამ ხალხმა გათელა სამართლიანობა და ზნეობა. თავის მოტყუება იქნება ის ძალები დამარცხებულად რომ ჩავთვალოთ. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამ ხალხმა სამართლიანობის გამარჯვების რწმენა მთელ საზოგადოებას შეურყია. შევძლებთ კი ცოდნით და პატიოსანი შრომით საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავებას? ამ კითხვაზე საზოგადოების ყველაზე უკეთეს ნაწილს დამაიმედებელი პასუხი არ აქვს და არც ექნება, თუ ფსევდო დემოკრატიის ჩარჩოდან არ გამოვედით. სახელმწიფო მოხელეთა ცხოვრებაში და მთლიანად ხელისუფლებაში, მორალური პასუხისმგებლობის უდიდესი დეფიციტია. დღევანდელ ხელისუფლებას უფრო ხშირად ყოფილი ჩინოვნიკები ლანძღავენ და არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ იმის გამო, რომ ახლანდელმა თაობამ ყოველგვარი ნეგატივიზმი მემკვიდრეობით მიიღო წინა თაობისგან. დღევანდელობამ რელიეფურად გამოაჩინა, რომ ჩვენ ცუდი ჩინოვნიკები და ცუდი მოსწავლეები ვყოფილვართ. წინა თაობიდან მხოლოდ ერთეულებს აქვთ იმის მორალური უფლება, რომ ახლანდელი ხელისუფლებისა და დემოკრატიის პრობლემებზე ილაპარაკონ. დღეს რომ პროფესიონალები, განსაკუთრებით კი მაღალზნეობრივი კადრები სანთლით საძებარია, ამაში დიდი “დამსახურება” ჩემს თაობასაც მიუძღვის.

მოხელეთა რაოდენობით დღეს სახელმწიფო აპარატი განსაკუთრებით დამძიმებულია, საყოველთაო სიღატაკის ფონზე ამ აპარატის მუშაკთა კეთილდღეობა რელიეფურადაა გამოკვეთილი და ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება. ამ აპარატს პრეტენზია აქვს ქვეყანა გააჯანსაღოს მატერიალურადაც და სულიერადაც. ეს ხალხი პიროვნებებად კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა. გამიჩნდა სრულიად ბუნებრივი კითხვა: კომუნისტების დროს სად იყო ის ნაკრძალები და ოაზისები, სადაც “სპეტაკი და უანგარო” მოხელეები გაიზარდნენ? უკეთესების შერჩევა ყოველთვის შეიძლებაო, ალბათ, ასე მიპასუხებდნენ ხელისუფლებიდან. ასეთი პასუხი მეც დამაკმაყოფილებს, ოღონდ ერთი შენიშვნით: თუ ეს შერჩევა პირადი ერთგულების ნიშნით არ მოხდება.

სიმართლეს ვამბობ თუ თვითრეკლამას ვეწევი _ შეფასების უფლებას ჩემს ოპონენტებსაც ვერ წავართმევ. იმ მომენტზე ვლაპარაკობ, მოხელის ფუნქციას რომ ვასრულებდი. უსამართლობა, პროტექციონიზმი, არაკოლეგიალობა გამორიცხული იყო ჩვენი კოლექტივის ცხოვრებაში. უკანონოდ მითვისებასა და მექრთამეობასთან შეურიგებლობით ნამდვილი დისონანსი შეგვქონდა მთელ კორუმპირებულ სივრცეში. იქ ერთმანეთს ერწყმოდა საზოგადოებრივი მოვალეობისადმი პატივისცემა და შიშისა და მლიქვნელობისგან თავისუფალი ამხანაგური თანამშრომლობა.

გამოკვეთილი და განსაკუთრებულად თვალშისაცემი პრივილეგია ჩვენთან არავის ჰქონდა და კოლექტივიც ერთიანი იყო. ერთხელ სასკოლო დოკუმენტების შემოწმების დროს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი წააწყდა ჩემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელთა ერთ ჯგუფს გაკვეთილების გაცდენის გამო ხელფასის შესაბამისი ნაწილი დავუკავე. ამ ბრძანებაში ჩემი სახელიც იყო. გაკვირვების პასუხად სტუმარს მივუგე _ ჯერ საკუთარ თავს თუ არ მოვთხოვე, სხვასაც ვერაფერს მოვთხოვ,-მეთქი. სწორად კი მოქცეულხარ, მაგრამ ასეთი რამ მე ჯერ არსად მინახავსო, _ მიპასუხა. დამახასიათებელი მოვლენების შესაბამისად, იგი ალბათ, ფიქრობდა, რომ ჩემი სახით ნახავდა პატარა დიქტატორს, რომელიც თანამდებობით უფროსების წინაშე ვერხვის ფოთოლივით თრთის, თანამშრომლებს კი ზევსის რისხვად მოევლინება. ღმერთს მადლობა მინდა შევწირო, რომ ქამელეონობა არ დამანათლა და ნორმალური ადამიანის სახე შემინარჩუნა. ნაკლიც საკმაოდ მქონდა, მაგრამ ხელმოკლეობის მიუხედავად, სინდისი და უანგარო კაცის ღირსება არასოდეს გამიყიდია. დემოკრატიისადმი პატივისცემა იყო იმის მიზეზი, რომ ვერ ჩამოვყალიბდი პატარა დიქტატორად და ამას თავიდანვე ვთვლიდი უზნეობად.

დემოკრატია ერთი მსახიობის თეატრი არ არის. იგი ხალხისთვის მისაღები საზოგადოებრივი ურთიერთობისა და მმართველობის ყველაზე სრულყოფილი ფორმაა. აუცილებელია, ვისწავლოთ მისთვის დამახასიათებელი წესებით საზოგადოების მართვა და ცხოვრება. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს.

სიმონ ჯაში, ჩოხატაური

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მკითხველი

რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს _ მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10:33; 4 აპრილი, 2025
მკითხველი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა

11:29; 19 ოქტომბერი, 2024
მკითხველი

“როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო”

09:11; 11 ნოემბერი, 2019
მკითხველი

მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

11:09; 19 სექტემბერი, 2019
მკითხველი

14 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და დაიღუპა

10:08; 12 აგვისტო, 2019

რას გვიქადის ხელისუფლების "მათრახის პოლიტიკა"?!

ჯვარისხიდის მშენებლობა დასრულდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო