ხუთშაბათს, 17 ნოემბერს, 15 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, იგეგმება პრესკონფერენციის ჩატარება რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის.
ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ასევე, ბიძინა ივანიშვილს სურვილი აქვს გაეცნოს რეგიონებში არსებულ სიტუაციას დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის თვალსაზრისით.