https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილების ოჯახის წევრები და ადვოკატები ზეწოლაზე საუბრობენ

4:12; 16.12.2011
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამი დაკავებული და ერთი ძებნილი _ სამართალდამცავების ინფორმაციით, სოფელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია და ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ისე ჩაატარეს დაკავებულ კობა და ლაშა ლომჯარიების ოჯახში, რომ მათი ნათესავები და ახლობლები ამ პროცესს არ დასწრებიან. როგორც ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, სამართალდამცავებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.

“გურია ნიუსი” იმ დეტალებზე გესაუბრებათ, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია. ადვოკატმა გელა ნაცვალაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ 2011 წლის 11 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, მას ლომჯარიების ოჯახის წევრებმა სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს:

_ ეს იყო პოლიციის მიერ დაკავებული ლაშა ლომჯარიას მხარე. საღამოს 10 საათისთვის უკვე გაფორმებული მქონდა ხელშეკრულება, გამაჩნდა ორდერი, მივედი პოლიციაში, სადაც ყურადღება საერთოდ არ მომაქციეს.

მორიგემ მითხრა, მიმართე პოლიციის უფროსსო და მეც მივმართე. რა თქმა უნდა, ყველამ მითხრა, ასეთი პიროვნება ჩვენთან არ არის დაკავებული, არაფერი ვიცითო. არადა, ნამდვილად დაკავებული იყო. შემდეგ დავურეკე გამომძიებლებს. ვეცადე, იქნებ, ასე მაინც მიმეღო ინფორმაცია. ყველა მეუბნებოდა, არ ვიცითო. არც სამმართველოს გამომძიებელმა მაჩვენა პატიმარი. შემდეგ მითხრეს, საერთოდ არ არის შენობაში ასეთი პიროვნებაო. ერთი სიტყვით, არ მომცეს საშუალება, შევხვედროდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს.

ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სიტუაცია. მონაწილეობას ვიღებდი ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში. მე პოლიტიკაში არ ვერევი _ უბრალოდ, დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია.

რადგან ვერ მივაღწიე პატიმართან შეხვედრას, ხელშეკრულების ორდერი გამიუქმა დაზარალებულის პატრონმა _ შენ პატიმართან ვერ შეხვედი, ვერ ნახე და მე რას დამეხმარებიო. იგივე პიროვნებამ მიმართა სხვა ადვოკატს, რომელიც პატიმარს უპრობლემოდ შეხვდა. რატომ უნდა იყოს აქ პოლიტიკური ორიენტაცია განმსაზღვრელი? მე რას დავაშავებდი ჩემი პოლიტიკური ორიენტაციით? რატომ უნდა შეეშალათ ჩემთვის ხელი?

_ გქონიათ თუ არა სხვა დროს ასეთი შემთხვევა?

_ კი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს თანამშრომელმა ვანო საჯაიამ დამიძახა პოლიციის შენობის წინ და მითხრა, გავიგე, ივანიშვილის შესახებ ხელმოწერებს აგროვებო. მეტი არაფერი უთქვამთ, თუმცა, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მაბრკოლებს პოლიცია. ხელისუფლება და პოლიცია ორივე ერთად არღვევს კანონს დაკავებულის მიმართ. ვაცხადებ საქვეყნოდ _ რა განაჩენიც უნდა დადგეს მომავალში, იქნება უკანონო და უსამართლო, იმიტომ, რომ ის პიროვნება, რომელმაც დასაცავად მომმართა, იყო დაცვის გარეშე. ეს დაფიქსირებულია პოლიციაში ვიდეოკამერებით. 2011 წლის 11 დეკემბრის საღამოს ათი საათიდან, 2011 წლის 12 დეკემბრის დილის 5 საათამდე ვცილობდი, შევხვედროდი პატიმარს.

_ ძალა ვინ გამოიყენა?

_ პოლიციელმა ოთარ გაბაიძემ. იყვნენ სხვა პოლიციელებიც. ხელი შემეშალა ჩემი საქმიანობის გახორციელებაში, შეილახა ჩემი რეპუტაცია და საქმიანი იმიჯი. აუცილებლად მივმართავ სასამართლოს სარჩელით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მივალ ბოლო ინსტანციამდე, სტრასბურგამდე.

მოსამართლე ვიყავი 1995-2004 წლებში, ამ ხელისუფლების დროსაც. ბოლოს ვიყავი ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ასევე მომაგრებული ვიყავი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოშიც. 2004 წელს განვიხილე სამოქალაქო პენსიონერების საქმე, რომელიც ეხებოდა გაუცემელ პენსიებს. ამ საქმით, დაახლოებით მილიონნახევარი ლარი მოიხსნა ბიუჯეტიდან პენსიონერების სასარგებლოდ. იმთავითვე არ მოეწონა ამ ხელისუფლებას ჩემი გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. პირდაპირ სააკაშვილს მოახსენეს ამის შესახებ _ ვიღაც გელა ნაცვალაძემ გაანადგურა ბიუჯეტიო. ამის შემდეგ ჩემმა თანაკურსელმა მამუკა მამალაძემ, ყოფილი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დამიბარა იუსტიციის საბჭოში და მითხრა, ვიცი, რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ხომ არ დაწერდი განცხადებას წასვლის შესახებო. მე არ ვიცოდი, თუ მაგ საკითხზე მეძახდით, მოიტანეთ ავტოკალამი, ფურცელი და დამაკვირდით კარგად, ხელი თუ ამიკანკალდება,-მეთქი, ვუთხარი. დავწერე განცხადება და სრულიად თავისუფალი წამოვედი.

იმ დროს, როცა პატიმართან არ მიშვებდნენ და ვერ დავადგინე, ვისთან და სად იმყოფებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მივედი მორიგესთან, სადაც დავინახე დაგდებული ქაღალდი _ დაკავების ოქმი, რომელიც პოლიციელებს დარჩათ მორიგესთან.

19 საათსა და 20 წუთზე იყო დაკავებული, ანუ როცა მე მივმართე მაგათ, ეგ პირი დაკავებული იყო არა ყაჩაღობისთვის, არამედ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით. ჩემი პოლიციაში ყოფნისას, იქვე იმყოფებოდა ერთ-ერთი ძმის ადვოკატი გიორგი შალიკაშვილი. ჩემთვის უცნობია, აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკთან შეხება არასოდეს ჰქონია.

“გურია ნიუსთან” საუბარში ეჭვმიტანილის კობა ლომჯარიას მეუღლე, თინათინ სირაძე მაზლის, ლაშას უდანაშაულობაზე საუბრობს:

_ ჩემი მაზლი უდანაშაულოა. არ მომცეს იმის საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით გვესარგებლა. ორდერის მქონე ადვოკატი არ შეუშვეს მასთან. დიდხანს გვაწვალეს, საღამოს 8-ის ნახევრიდან დილის 7 საათამდე ვიყავით პოლიციის შენობაში. პოლიციელები ხან იძახდნენ ქუთაისშიაო, ხან _ ჩოხატაურშიაო, ბოლოს შეურაცხყოფაც კი მიაყენს ჩვენს ადვოკატს და როგორც მათ უნდოდათ, ისე გააკეთეს.

_ რა გაძლევთ იმის საფუძველს, როცა აცხადებთ, რომ თქვენი მაზლი უდანაშაულოა?

_ როცა ყაჩაღობა მოხდა, ის სახლში იყო.

_ როგორ დააკავეს ის?

_ მოდიოდა თბილისიდან. გააჩერეს ქუჩაში და აიყვანეს. ის ურეკში, დაკავების დროს სცემეს. ჩემი მეუღლის აყვანის დროს არც მეზობელი დაისწრეს, არც ჩემი დედამთილი, არც _ მე, არც _ ადვოკატი. როცა ჩემს მაზლს ცხოვრებაში წამალიც კი არ აქვს დალეული, სისხლში ოპიუმი აღმოუჩინეს. მაქვს ინფორმაცია, როგორ მიაღებინეს წამალი, დაალევინეს რაღაც სითხის სახით. ადვოკატს მასთან შესვლის უფლება არ მისცეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშრომლებმა კიბეზე რომ არ აუშვეს გელა ნაცვალაძე, ეს ხომ არის დაფიქსირებული ვიდეოთვალში? ტანსაცმელი, რომელიც ლაშას ეცვა, არ მოგვცეს. ამბობენ, ნაცემია და ტანსაცმელი ტანზე შემოაგლიჯეს. იმასაც არ მეუბნებოდნენ, ამ საქმის გამომძიებელი ვინ იყო. ჩემი დედამთილი გეტყვით, როგორ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ და რას აკეთებდნენ. გაგვიმარტონ, რატომ არ დაისწრეს არც ერთი მეზობელი ამ ოპერაციის ჩატარების დროს, მაშინ, როცა ნივთმტკიცება ამოიღეს? ვითხოვ კონკრეტული სამმართალდამცავების დასჯას.

_ რა იცით, რომ სცემეს?

_ ვინც იყო ჩემს მაზლთან ერთად, მისი მეგობარია. იმან თქვა. თუმცა, ის გამოუშვეს. ურეკში ისეთი ამბავი ყოფილა, ხალხი ქუჩაში გამოცვივდა. თუ ნარკოტიკი ჰქონდა და ეწეოდა რეალიზაციას, რატომ არ დაგვასწრეს? რატომ გადადიოდნენ შეურაცხყოფაზე? რატომ დაალევინეს რაღაც სითხე?

_ რა იცით, რომ დაალევინეს?

_ ადვოკატს უთხრა. მეტსაც გეტყვით _ მეც რომ ვყოფილიყავი იმ მანქანაში ჩემს მაზლთან ერთად, ალბათ, მეც ამიყვანდნენ და მეც ჩამიდებდნენ ნარკოტიკს. მაქვს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკის ჩადება ჩემთვისაც მზადდებოდა. მთელ ოჯახს წირავდნენ. მოვიდნენ და ახლაც გამწირონ, არ მეშინია. პასუხი არ უნდა მოეთხოვოს შეურაცხყოფისთვის? კი, ბატონო, ჩემმა მეუღლემ აღიარა, მე ჩემს ქმარზე პრეტენზია არ მაქვს, ჩემი მაზლი უდანაშაულოა.

ბრალდებულის სტატუსით დაკავებულის ბიცოლა “გურია ნისუთან” საუბარში აღნიშნავს, რომ როცა აიყვანეს კობა ლომჯარია, მამამისს უთხრეს სიურპრიზი გელოდება: _ თურმე მეორე შვილის აყვანას აპირებდნენ. მე მიყვირეს, არ შემოხვიდე შიგნით, არ შეიძლება, აქ ისეთი რაღაცები ვნახეთ, არავის შემოსვლა არ შეიძლებაო. მერე ერთ-ერთმა პოლიციელმა აგინა დედას.

ეჭვმიტანილის ადვოკატი, დავით მამალაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ მოპოვებული მტკიცებულების ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ არ გააჩნია, თუმცა რაღაც მონახაზები აქვს:

_ ეს უნდა იყოს აუცილებლად დაუშვებლად ცნობილი, რადგან ადვოკატის გარეშე ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება არის უკანონო.

_ როცა თქვენ ჩაერთეთ საქმეში, ეს პროცედურები ჩატარებული იყო?

_კი. საგამოძიებო სამუშაოები ჩატარებული იყო, რაც უკანონოა. ექსპერტიზა ჩატარებული ჰქონდათ და მე შედეგები გამაცნეს, რაც დარღვევაა.

გელა ნაცვალაძე: _ მთავარი ისაა, რომ ადგილი არ ჰქონდათ, ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ მოეთავსებინათ პატიმარი. პირს დაკავების მომენტშივე უნდა განემარტოს დაცვის უფლების შესახებ. მე ვიცი, რომ მან განაცხადა, მე მსურს ადვოკატის მომსახურებაო. ანუ ქმედებები, რაც იქნა გახორციელებული, მოხდა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ დარღვეული იქნა ბრალდებულის დაცვის უფლება, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ძალიან ცუდი საპროცესო კოდექსის მიხედვით, არის განაჩენის გაუქმების საფუძველი.

“გურია ნიუსმა” ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარა-გურიის პრესსამსახურის უფროსთან, მაია გიორგაძესთან სცადა, თუმცა გიორგაძემ კითხვის დასმაც არ დაგვაცალა, ისე გადაგვამისამართა გვენეტაძესთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ გვენეტაძემ კი სატელეფონო საუბრისას “გურია ნიუსს” ერთი “რჩევა” მისცა: _ ჩვენს საიტზე დევს ყველანაირი ინფორმაცია და შეგიძლიათ, გადმოიღოთო, გვითხრა და ტელეფონი გაგვითიშა.

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა, დავით ცირეკიძემ “გურია ნიუსის” კითხვა მოისმინა და გიორგაძესავით, გვენეტაძესთან დაკავშირება “გვირჩია”.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს თანამშრომელს, ვანო საჯაიას და ვკითხეთ, ადასტურებდა თუ არა გელა ნაცვალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას:

_ ხუთ წუთში მე თვითონ დაგირეკავთ, _ გვიპასუხა საჯაიამ და რასაკვირველია, აღარ დაურეკავს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

10:21; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

10:18; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

“მძღოლმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული მიატოვა და მიიმალა”- პროკურატურა

09:45; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

19:23; 11 დეკემბერი, 2025
სამართალი

პროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

17:35; 11 დეკემბერი, 2025

როგორ დაკომპლექტდება ალასანიას პარტია ჩოხატაურში

პრეზიდენტის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025
საზოგადოება

GCCA-მა ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი” დააჯარიმა

13:39; 12.12.2025
default
საზოგადოება

როდის უნდა გაიხსნას ლანჩხუთი-ლესას ახალი 8 კმ-იანი მაგისტრალი

12:57; 12.12.2025
ფინანსები

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12:45; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში

12:31; 12.12.2025
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: არალეტალური იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია

11:32; 12.12.2025
საზოგადოება

“გოჭის და ზოტის ლობიოს ღირებულება სკანდალურ ზღვარზეა” _ ფასები ოზურგეთის ბაზარში

11:25; 12.12.2025
პოლიტიკა

გაეროს სპეცმომხსენებელი: სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება

11:03; 12.12.2025
მსოფლიო

მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

10:48; 12.12.2025
საზოგადოება

300-300 მაყურებელზე გათვლილი სტადიონები ჩოხატაურსა და ოზურგეთში _ ვისთან გაფორმდა ხელშეკრულება?

10:22; 12.12.2025
სამართალი

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

10:21; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო