(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 21 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საახალწლო ზეიმი ჩატარდა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია გოგოტიშვილმა გვითხრა, ზეიმში საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ბიბლიოთეკის პატარა მეგობრები და თანამშრომელთა შვილები მონაწილეობდნენ: “პატარებმა წრფელი გულით მოგვილოცეს დამდეგი ახალი წელი. წაიკითხეს ლექსები ახალ წელზე, ზამთარზე, საქართველოზე. შეასრულეს საახალწლო სიმღერები. დამსწრე საზოგადოება გაამხიარულეს ქართული ცეკვებით. ღონისძიების ბოლოს, ნაბადსა და ფაფახში გამოწყობილმა, ხურჯინიანმა თოვლის ბაბუამ პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა. ბავშვების შემოქმედებით სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ”, _ გვითხრა ნათია გოგოტიშვილმა.