(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მაღალმთიანი აჭარის მკვიდრთ, თამაზ და ნანი დიასამიძეების რვასულიან ოჯახს, ფონდ “იავნანას” ინიციატივით, 4 ნოემბერს, საზეიმოდ გადაეცა საკუთარი სახლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში. დიასამიძეების ოჯახი ამ სოფელში შვიდი წლის წინ ჩამოვიდა და ერთი აქაური მკვიდრის თანადგომით, დღემდე მის სახლში ცხოვრობდა.
როგორც ოჯახის უფროსმა, თამაზ დიასამიძემ “გურია ნიუსს” უთხრა, იგი აღფრთოვანებული და უსაზღვროდ მადლიერია “იავნანას” შემწეობის. მისივე თქმით, შეძენილ სახლს “იავნანა” ჩაუტარებს სრულფასოვან რემონტს და არაუგვიანეს 25 დღისა, იქ საცხოვრებლად გადავლენ.