კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის დასმული ეს კითხვები, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ბათუმის ფილიალის იურისტმა გია ქარცივაძემ შეაგროვა. გია ქარცივაძე ძირითადად გურიის რეგიონში იცავდა დასაკითხად დაბარებული მოქალაქეების ინტერესებს. შესაბამისად, ამ კითხვების ადრესატებიც გურიის რეგიონის მცხოვრებლები იყვნენ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს ამ “საინტერესო” კითხვების სრული ნუსხა გადასცა. ჩვენც უცვლელად ვთავაზობთ მკითხველს კონტროლის პალატის მიერ შედგენილ ამ “უაღრესად საინეტერესო” კითხვარს.
1. აქვს თუ არა თქვენს კოალიციას გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება “საია”-სთან?
2. უხდით თუ არა “საია”-ს თანხას მომსახურებისათვის?
3. გჭირდებათ თუ არა ადვოკატი?
4. ძაან გჭირდებათ ადვოკატი?
5. ხო არ დაფიქრდებოდით ადვოკატის საჭიროების აუცილებლობაზე?
6. რატომ ჩაგაბარეს უწყება?
7. არჩევნებში იღებთ მონაწილეობას?
8. სად მუშაობთ?
9. რას წარმოადგენთ თქვენ პარტიაში?
10. რას აკეთებდით კოალიციის შექმნამდე?
11. საქმიანობაში სარგებელი თუ მიგიღიათ?
12. როდიდან ხართ პარტიის (კოალიციის) წევრი?
13. რას აკეთებდით, ხელმოწერების შეგროვების დროს (საუბარია ივანიშვილზე)?
14. არიგებთ თუ არა “ქართული ოცნების” გაზეთებს და რატომ?
15. როგორ ხდებოდა ხელმოწერების შეგროვება?
16. ვინ დადიოდა ხელოწერების შესაგროვებლად (კონკრეტული სახელი და გვარები)?
17. რამდენი ხელმოწერა შეაგროვეთ?
18. ხელმოწერების შემგროვებლები პარტიის წევრები არიან?
19. ვის მიერ ხდებოდა დაფინანსება (ხელმოწერების შეგროვებისას) და რამდენით?
20. რამდენით ნაზღაურდებოდა ერთი ხელმოწერა?
21. მოქალაქეები იყვნენ ჩართულნი ხელწერების შეგროვებაში (პარტის არა წევრ მოქალაქეებზეა ყურადღება გამახვილებული) და თუ ნაზღაურდებოდა მათი საქმიანობა?
22. კოალიციის შექმნისთვის აგროვებდით თუ არა ხელწერებს?
23. რამდენი გაზეთი ჩამოდის? როდის? და როგორ ავრცელებთ მათ?
24. ანაზღაურებადია თუ არა გაზეთების გავრცელება?
25. კოალიციაში არის თუ არა საწევრო შენატანი?
26. განახორციელე თუ არა შეწირულობა?
27. რა ოდენობის შემოსავალი გაქვთ ოჯახში?
28. როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება?
29. სად იკრიბებით? და ვის ეკუთვნის შენობა, სადაც იკრიბებით?
30. იყო თუ არა დაპირება ხელმოწერების შეგროვების სანაცვლოდ?
31. ვის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხა?
32. თანხის მიღების შემთხვევაში, აწერდით თუ არა რაიმე დოკუმენტს ხელს?
33. ვინ წარმოადგენს მუნიციპალიტეტში თქვენს თანამოაზრეებს (კონკრეტული სახელი გვარების მითითებით)?
34. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ხელმოწერების შესაგროვებლად?
35. როგორ გაინაწილეთ უბნები ხელმოწერის შესაგროვებლად?
36. ვის ჩააბარეთ შეგროვებული ხელწერები?
37. იყო თუ არა ინსტრუქცია ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით?
38. როგორ ანაწილებთ თანხებს და რას ფიქრობთ მის განაწილებაზე?
39. ადამიანები (სახელებით და გვარებით), ვინც ხელწერებს აგროვებდა?
40. როგორია გაზეთი _ (ცინიკურად) პოლიტიკური, შემეცნებითი თუ?
41. ვის ჩამოაქვს გაზეთი (სახელი, გვარი)?
42. განახორციელა თუ არა პარტიამ დახარჯული თანხების აღწერა დეკლარირება?
43. ახდენს თუ არა პარტია, თქვენი უანგარო შრომის შეწირულობად აღრიცხვა-დეკლარირებას (ცინიკურად)?