“ქართული ოცნების” წევრი გია თენიეშვილი “გურია ნიუსს” დაუკავშირდა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე თავისი კომენტარი გააკეთა:
_ მივმართავ გურულებს! ხელისუფლებაზე განაწყენებულებო, გაბრაზებულებო! ხელისუფლების თვითნებობას საზღვარი არ აქვს, ყოველდღიურად ილახება ადამიანის უფლებები, ფეხქვეშ ითელება ქართველთა ღირსება. სახელმწიფო მანქანის ყველა მექანიზმი მიმართულია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დასაშინებლად და შეურაცხყოფისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითია კონტროლის პალატის სადამსჯელო ოპერაციები, რომელიც ავადსახსენებელ 1937 წელს გვაგონებს. ჩვენი იარაღი ჩვენი არჩევანია, საბრძოლო ადგილი კი _ საარჩევნო უბანი. დავძლიოთ შიში, გურულებო! ნუ გავხდებით ჩვენი თავის მონა, ჩვენ ვერც დაჭერით და ვერც მუქარით ვერ შეგვაშინებენ.