https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მიწა დედაა ჩვენი და ჩაკიდე ხელი!”

1:03; 31.03.2012
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დროს წარმატებულ ფერმერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მკვიდრს კაკო ღლონტს, პირველად არ ვსტუმრობთ, თუმცა, აქ რამდენჯერაც უნდა მიხვიდეთ, იმდენ სიახლეს ნახავთ _ თითქოს, ეს მკვირცხლი, გურულ კილო-კავზე უბადლოდ მეტყველი კაცი, საკუთარ საკარმიდამოში ჯადოსნური კვერთხით დააბიჯებს და სინათლის სიჩქარით გასცემს ბრძანებებს; შემდეგ კი ისე, როგორც ზღაპარში, ჩნდება ვაზის _ ყველაზე მთავარის, კივისა და ფეიხოას პლანტაციები, წაბლის კორომები, ვაშლის, ატმის, ტყემლის, ლეღვის ნაკვეთები, ნაირგვარი ჯიშის ბოსტნეულის მწკრივები. სამეურნეო ფართობის სავიზიტო ბარათი, ცას მიბჯენილი პავლონიაა, რომელიც კაკო ღლონტის თქმით, საჩუქრად გამოუგზავნეს.

_ პავლონია არის სხვადასხვა ჯიშის: ელენგოტა, ამერიკანკა, მაგრამ ეს იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, სხვას არ მოვკიდე ხელი. რამდენი წლის იქნება, თქვენი აზრით? მხოლოდ სამი წლისაა და აბა, ახედეთ! _ წინ მიგვიძღვება თვალუწვდენელი კარ-მიდამოს პატრონი, თან გვიამბობს, კითხვებსაც გვისვამს და პასუხის ძებნისთვის უხერხულობაში არ გვაგდებს _ თავადვე იძლევა პასუხს.

ამ ზღაპრულ სამყაროში უამრავ სიახლეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ დღეს, გამორჩეულად, მაინც ძვირფას სამერქნე მცენარე პავლონიასა და შესანიშნავ ფესვურა ბოსტნეულ ტარხუნაზე გვსურს ვესაუბროთ, რომელიც, როგორც ბატონი კაკო ამბობს, თურმე, წინათ დასავლეთ საქართველოში ყოფილა გავრცელებული და გული წყდება, რომ დღეს იგი ჩვენში საერთოდ გამქრალია. “30-იოდე წლის წინ, სხვა ქვეყანაში წაიღეს და ახლა იქედან აქეთ ტრაილერებით შემოაქვთ გასაყიდად! მთელი ფარცხანაყანევი სავსე იყო მაგით, ქართულ ლიტერატურაშიც არის მითითებული, რომ ტარხუნა აქ ხარობდა და მოჰყავდათ. ჩვენი ფერმერების დაუდევრობით გადაშენდა. რომელი ბოსტნეულია უფრო სარფიანი? ნახეთ, რა ღირს…” _ ხმაში, თითქოს, ცოტა ბრაზი ეპარება.

კაკო ღლონტის საკარმიდამო ნაკვეთში, ზემოდან თუ ტომენტოზა პავლონია გადმოგვყურებს, გზა და გზა, აქეთ-იქით კომბოსტოს ნაირგვარ ჯიშთა მწკრივები გვეგებება: ყვავილოვანი, ბროკოლი, კეჟერა… ლილისფერი სხვაა, მასზე დიდი მოთხოვნაა, “მაკდონალდსში” იბარებენ. რაც შეეხება სათბურს, რომელიც ისრაელის წარმოების სპეციალური ცელოფნით არის შეკრული, შიგ ნამდვილი გაზაფხულია. ნაირგვარი ჯიშის კომბოსტო, როგორც თვითონ ამბობს, იმიტომ მოჰყავს, რომ ექსპერიმენტს ატარებს და შედეგში ეჭვი არ ეპარება:

_ ეს ბოსტნეული საშემოდგომოდ გათავისუფლებულ მიწაზე მას შემდეგ დაირგვება, რაც კიტრი და პომიდორი მოილევა. დარგავ და ზამთარში, როცა არაფერი არ არის, მოიწევ. საგაზაფხულოდ მოჭრი და გაყიდი, ჩააბარებ. ნარჩენ მწვანე მასას კი ამ დროს კურდღელი, ღორი თუ სხვა შინაური პირუტყვი სიამოვნებით მიირთმევს. მიწა წელიწადის არც ერთ დროს არ უნდა მოაცდინო. კაპიტალს გამუდმებით უნდა ჩაბრუნება, შენახული ფული მკვდარია, _ წყალი არ გაუვა ჩვენი მასპინძლის ლოგიკას.

ერთგან შავი წიწაკის ხეა. კივის პლანტაციები, მარჯვნივ თუ მარცხნივ, თვალსაწიერზე გადაბჯენილან.

დროთა განმავლობაში საკარმიდამო თანდათან გაუფართოებია ბატონ კაკოს: _ თავიდან ერთი ჰექტარი მიწა მქონდა. მერე ვიყიდე ახლო-მახლო ნაკვეთები და საკუთარი დანაზოგით დავიწყე სამეურნეო საქმიანობა. პატარა მეურნეობისთვის სესხის აღების წინააღმდეგი ვარ _ შენი საბრუნავი კაპიტალით როცა მიდიხარ წინ, ამის ფასი არაფერია. 100 ლარი აიღე? 20 ლარი ჩააბრუნე საქმეში. ნახევარ ჰექტარ ფართობზე, კაცმა როგორ ვერ უნდა შეძლო, შენი სამყოფი ჭირნახული მოიწიო, ნერგი გამოიყვანო? ფოთოლი, ნაკელი არ გექნება, თუ რა? 10 წელია, ჩემს მამულში აზოტოვანი სასუქი არ მიხმარია. რაც ბიომეურნეობა დავიწყე, საკარმიდამო შინ მიღებული ნაკელით მაქვს გამდიდრებული, _ გვიამბობს გზა და გზა.

თვალწინ პავლონიას ცადაწვდილი ბაღია. ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი ნარგავები ურთიერთმონაცვლე მწკრივებშია განლაგებული. ფართობის ბოლოში ღლონტის ნაყოფიერი კარ-მიდამოს კიდევ ერთი შემოქმედი, მდინარე სკურდუმი მოედინება, საიდანაც ჯერ პავლონია ირწყვება და მერე _ დანარჩენი კულტურები. პავლონიას სილამაზე და ხარისხი, როგორც სამერქნე მცენარისა, აქ მხოლოდ ბუნებრივი მონაცემებით არ აღზევებულა. ბატონი კაკო აღნიშნავს, საგანგებო ჯიში იმიტომ შეარჩია, რომ განსაკუთრებული მოვლით გახდეს ისეთი, მნახველი გაოცდეს და სანერგე მეურნეობას მუშტარიც ბევრი ჰყავდეს. ნერგები მხოლოდ კალმით გამოჰყავს. ამბობს, რომ თესლით მიღებული მცენარე არ ივარგებს, რადგან ჰიბრიდია და კარგი არ გამოვა. იქვე ბამბუკის ტყეა _ ლობიოს და პომიდვრის სარისთვის სადმე რატომ წავალ, 300-400 ცალი მაინც მჭირდება სეზონზე და აგერ მზად მაქვსო.

პავლონიას ბაღის გვერდით წაბლის კორომებია. ამ მცენარეს კაკო ღლონტი ღვთის საჩუქრად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა ფერმერმა უნდა გამონახოს ადგილი საკუთარ კარმიდამოში, რამდენიმე ძირი წაბლისთვის მაინც: _ ეს არის ნაყოფის, მასალის, თაფლის მომცემი ხე-საოცრება, ეროზიისგან დამცველი, საუკეთესოა ქარსაცავად. სულ 70 ძირი მაქვს, რითაც ვამაყობ. ირგვლივ, როცა ყინვისგან ბალახი დამზრალია, წაბლის ხეების ქვეშ მწვანე მასაა.

აქეთ ტყემლების განყოფილებაა. ნაირ-ნაირი ჯიშები: სამურაბე, ალუჩა, გულდედავა, ალიბუხარი.

მოშორებით, საძროხესთნ გაკეთებულია საცავი, რომელშიც საგანგებოდ ამოჭრილი სარკმლიდან ნაკელი იყრება, 7-8 თვეში ბუნებრივი გადაწვა ხდება. იქვეა სპეციალური ავზი წუნწუხისთვის: _ საქონლის შარდს როგორ ვიზარალებ? აბა, შარდოვანა მეტი რა არის? ეს პერიოდულად გამაქვს ფართობში და თანაბრად ვასხამ. ახლა ხის ფოთლების მოგროვებაზეც გეტყვით _ კაცმა ხის ხმელი ფოთოლი როგორ უნდა დაწვა? ყველას ამას ვეუბნები, მთელ ფართობზე 3-4 ადგილზე მაქვს ფოთოლსაყრელი. აი, წაბლისძველაც, ეს “ბუძგი ” ისეთ დონეზეა დამწვარი, ხელის მოკიდებაც არ გეზარება კაცს. ამ ყველაფერს რომ ვაგროვებ, დალპება. პერიოდულად ცოტა მიწის თხელ ფენას უნდა დამატება, რის მეშვეობითაც ჭია უნდა გამრავლდეს. ჭიაა მთავარი დამმუშავებელი. ეს იგივე ჭიების საამქროა. ერთ წელში შემაქვს ეს ყველაფერი მთელ ფართობში, ორგანული სასუქის სახით. მეორე სეზონზე თავიდან ვიწყებ შეგროვებას, რომ კვლავ მოვამზადო. ამ ყველაფერს დედაბუნება გვაძლევს მუქთად, მაგრამ ზოგს სხვანაირი “მუქთი” ურჩევნია…

რაც შეეხება სიმინდის ყანას, კაკო ღლონტი ამბობს, რომ ბრწყინვალე შედეგი მისცა “ორგანიკა 1-მა”. 5 000 მეტრ ფართობზე მისი მეშვეობით 3 ტონა სიმინდი მოიწია. ამ ორგანული ნივთიერების ხმარება შემდეგნაირად ხდება: _ დახნულ ფართოზე, “სოლო ” აპარატით, წყალში გაზავებული “ორგანიკა” უნდა მოვასხათ. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს გვიან საღამოს ან ღრუბლიან ამინდში. მეორედ შესხურება სჭირდება, როცა სიმინდი უკვე ერთ მეტრამდეა წამოზრდილი, ოღონდ, ამჯერად მთლიანად უნდა შეესხუროს. მესამედ კი, როცა ულვაში აქვს. ამ ეტაპზეც მწვანე მასა უნდა დამუშავდეს “ორგანიკა-1”-ით. ესე იგი, ერთხელ მიწაზე უნდა მოვასხათ, თესვის დროს და ორჯერ _ფოთოლზე, ვეგეტაციისას. ზოგმა არ იცის, როგორ მოიხმაროს. მოვასხი “ორგანიკა” და არ ივარგაო, მეუბნებიან. მზიან ამინდში თუ მოაპირქვავე, წესი არ დაიცავი და ხელი გაიცალე მხოლოდ, ასე საქმე არ გამოვა, ხმარების წესი ზედ აწერია, დაიცავი ზუსტად და შედეგი გულს გაგიხარებს, _გვირჩევს იგი.

ჩვენს მასპინძელს შვიდნაირი ჯიშის ატამი, სამნაირი ფეიხოა და გურიაში გავრცელებული ვაშლის ყველა ჯიში (23 სახის) აქვს. ეს არის საკოლექციო ნაკვეთი. ერთი სახეობის ატმის ჯიშს კეზერაძე ჰქვია, თუმცა, საიდან დაერქვა, არც თვითონ იცის: _ კეზერაძის ჯიშის ატამი ერთხელ დავამყენი და ახლა 20 ძირი მაქვს. 5 წლის წინ ტონანახევარი მოვკრიფე. საოცარი გემო აქვს, _ თოვლში გაკვირტულ ატმის ტოტებს გვაჩვენებს მასპინძელი.

ერთ ამბავსაც იხსენებს: თხელკანიანი ჯიშის ფეიხოა სოხუმიდან წამოიღო, სტუდენტობისას. ნაყოფის სამი მარცვალი, ჭამის დროს, მეგობრებს წაართვა და ასე მოაშენა.

_ ბროწეული სამეგრელოდან გამომიგზავნეს. მითხრეს, რომ სომხეთიდან ჩამოტანილია. ერთი ცალი წონით ნახევარი კილოგრამი გამოვიდა. ამასაც კალმებით ვამრავლებ. რომ გადახრი და ჩაარჭობ, ორივე მხარეს ფესვს იკეთებს, _ ხელში მშვილდის რკალივით ხრის ბროწეულის ტოტს და “გურია ნიუსს” ნერგის “გამოჯიშებას” ჰპირდება.

მუყაით ფერმერს ჩაის ნამყოფი მიწების ბედი განსაკუთრებით ადარდებს: _ ჩაის ნამყოფი მიწა მწირია და ყველაფერს ვნებს. მოკირიანება სჭირდება. ეს ერთხელ უკვე გავაკეთე, კირის შოვნა არ არის ძნელი _ მოწამეთაში სულაც უფასო იშოვით. იქ უამრავი კირის საამქროა და უკვე გამომწვარი, გადაყრილი მასა, მაღალი მჟავიანობის მატარებელი ჩვენი ნიადაგისთვის მისწრებაა, ოღონდ ჩამოტანა არ უნდა შეგვეზაროს. საერთოდ კი, როგორც გითხარით, ყოველ წელს ნეშომპალით ვამდიდრებ ფართობს. თითო ძირ ხე-მცენარეს 50-60 კილოგრამამდე (ერთი ურიკა) ნეშომპალას ვაძლევ, სულ, წელიწადში 20 ტონამდე ნაკელს ვხარჯავ.

ბატონი კაკო დეტალურად განიხილავს მოვლის წესებს და ამბობს, რომ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის სამეურნეო ადათი, ნახევრად გაკეთებულ საქმეს კი საშინელებად მიიჩნევს.

_ კიდევ ერთ ჩემეულ პრაქტიკას გაგაცნობთ, _ განაგრძობს ის, _ ფეიჰოას მწკრივებს შორის კარტოფილი დავთესე. ამჯერადაც “ორგანიკა 1” მოვასხურე ნახნავში, შემდეგ თესლზე მოვასხურე და მერე _ ვეგეტაციის პერიოდში. სულ სამჯერ, სიმინდის მსგავსად. თუმცა, 300 კგ კარტოფილს ოჯახში ერთბაშად ვერ გახარჯავ. ამიტომ დავტოვე მიწაში, ჩახმა და წამოვიდა თივა, რომელიც აგვისტოში მოვცელე. შემდეგ ამოვიღე კარტოფილი, რომელიც აქამდე ნიადაგში “შენახული” იყო. მერე ამ გადახნულ მიწას ბოლოკის თესლი მოვაყარე და ზამთარში შესანიშნავი ბოსტნეული მივიღე. ე.ი. ერთ ფართობზე მივიღე ფეიხოა, კარტოფილი, თივა და ბოლოკი. თხილს დიდ პატივს არ ვცემ, ეგაა, სიმინდს კი სჯობს. თუ თხილი ორი ტონა მოდის ჰექტარზე, იგივე ფართობზე კივს 40 ტონას ვკრეფთ. ინტენსიური და ექსტენსიური კულტურა განსხვავდება ერთმანეთისგან. ინტენსიურია ისეთი კულტურები, როცა ცოტა ფართობზე, ბევრი დანახარჯით ბევრ მოსავალს იღებ. ექსტენსიურია, როცა ფართობის დიდი მასივი გაქვს და გააშენებ თხილს, კივს, ჩაის. მოსავლიანობაც ნაკლებია და დანახარჯიც. გამრჯე კაცმა, ერთ ჰექტარ ფართობზე 15 000 ლარის მოსავალი უნდა მიიღო წელიწადში. ოღონდ სწორად უნდა დაგეგმო ეს ყველაფერი. ინტერნეტი გეუბნება, მსოფლიო ბაზარზე რას აქვს ფასი _ ფეიხოა, კივი, პავლონია, ყურძენი, ახალი კულტურები შემოდის ახლა: ლურჯი მოცვი, სტევია _ ეს ყველა მომგებიანი კულტურებია. როგორც გითხარით, წაბლია ძალიან მომგებიანი. ერთ ჰექტარზე 120 ძირი ეტევა. 50 კგ ნაყოფი იანგარიშე ძირზე, საშუალოდ, 200 ლარია. თხილს მეტი შრომა სჭირდება. წაბლს მოკრეფისთანავე ჰყიდი. ამ დრომდე შენახვაც არაა პრობლემა. ბუნება თუ ინახავს ფოთოლქვეშ, შენც შეინახე, რა!

_ ბატონო კაკო, თქვენ ტარხუნის შესახებ არა ერთხელ გისაუბრიათ. როგორც აღნიშნეთ, ამ ბოსტნეული კულტურის მოშენებასაც აპირებთ. რას ურჩევდით “კარმიდამო ჩემის” მკითხველს?

_ ტარხუნა არაჩვეულებრივი, გემრიელი, შეუცვლელი და მომგებიანი ბოსტნეულია. ტარხუნა ადრე, დასავლეთ საქართველოში კარგად გავრცელებული ფესვურა მცენარე გახლდათ, რომლითაც სავსე იყო სოფელი ფარცხანაყანევი (წყალტუბოს რაიონი). მერე თანდათან გადაშენდა, უფრო სწორად, დაუდევრობით სხვა ქვეყანას ჩავუგდეთ ხელში. ახლა ისინი მუშაობენ სადგურებში, ღია გრუნტებში და ყიდიან და ყიდიან… საქართველოში. თბილისის აგრარული ბაზრები ამჟამად სომხეთიდან მარაგდება ტარხუნით. ბანანის ყუთებში ჩაწყობილი, ტრაილერებით შემოაქვთ და ასე დაფასოებულს ყიდიან. ისე იყო თუ ასე, ახლა ხელი უნდა გამოვიღოთ და კვლავ გავაშენოთ.

_ თქვენ უკვე დაიწყეთ ამაზე ფიქრი?

_ ამ გაზაფხულზე უნდა დავრგო. მიწა გამზადებული მაქვს. ნერგს შემპირდნენ და გამომიგზავნიან. ტარხუნას ძალიან სწრაფად გამრავლების უნარი აქვს, ფესვურაა, ბევრი შრომა არ სჭირდება. სამაგიეროდ, ძალიან მომგებიანია. მე ახლა ამ ყველაფერს საცდელ ნაკვეთზე ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს მივიღებ. მერე კი გამოცდილებასაც და ნერგსაც ყველას გავუზიარებ, ოღონდ ზარმაცები არ გამომეხმაურონ… (იცინის).

_ ბატონო კაკო, რასაც თქვენს საკარმიდამო ნაკვეთში ვხედავთ, წარმოუდგენელია, ამ კოლოსალურ შრომას ერთი ოჯახის წევრები ეწეოდნენ. ნუთუ, მართლა ასე ადვილად ახერხებთ ამ ყველაფერს?

_ არასოდეს ვიღლები. რა დიდი ამბავი ამას უნდა? ყველაფრის თავი და თავი ცოდნაა. მერე კი, თუ გინდა შედეგს მიაღწიო, სიზარმაცე უნდა გამორიცხო. შემდეგ, კარგია მოტივაცია კარგი ცხოვრებისთვის. თუ ამ ყველაფერს აკინძავ, ვერავინ დაგიდგება წინ. ჩვენი მიწა ისეთია, ბანანი მოიწიეს, ბოლოს და ბოლოს; ზეთისხილსაც რგავენ. ერთი გერმანელი მეცნიერი, ლიბიხი ამბობს: “არ არსებობს ცუდი ნიადაგი, არსებობს ცუდი მეურნე.” ღმერთმა რომ გააჩინა ნიადაგი და დაასახლა ადამიანი ზედ, იმის თვალთახედვაც დაუტოვა, მიმოიხედე და იშრომეო. ფოთოლს რომ წვავ გაზაფხულზე, რატომ მახრჩობ და ბუნებასაც რად წამლავ? ღმერთმა მოგცა ნეშომპალა, ორგანული სასუქი, შენ წვავ და ისევ ჰაერში უშვებ, გრჩება ნაცარი… ენერგია იწვის, ენერგია გამოიყოფა. ე.ი. იმ ფოთოლშია ენერგია. ჩააბრუნე მიწაში, რატომ ანიავებ? ნათქვამია _ “ყველაფერი მარტივი გენიალურია!” მეკითხებიან, როგორ აღწევო. არ უნდა გეზარებოდეს და თუ გაინტერესებს, მომყევი ამ გზაზე. ყველას შეუძლია მყნობის სწავლა და ნერგის გამოყვანა. ერთწლიანი კულტურები სულ არ გინდა, მრავალწლიანი კულტურების ქვეყანა ვართ. კარგად მომისმინეთ და დაიხსომეთ _ 1 ჰა ფართობზე მოწეული კივით, 20 ჰა ფართობზე მოწეულ უკრაინულ პურს ვიყიდით. რატომ ვიკლავთ თავს მაინც და მაინც თოხნით? ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ ღმერთმა მოგვცა სუბტროპიკები, სადაც ყველაფერი მოდის. სიმინდი აუცილებელია, მაგრამ იმდენი ვაწარმოოთ, მჭადისთვის რომ დაგვჭირდება. ძროხისთვის რად გვინდა? დანარჩენ ფართობზე მრავალწლიანი კულტურები გავაშენოთ. ერთი შვეიცარიელი აგროპოლიტიკოსი, ჯერ კიდევ საუკუნის წინ ამბობდა: “ვერანაირი პოლიტიკა ჩვენ ვერ გვიშველის, თუ გლეხმა საკუთარ თავს არ უშველა.” ეს ჩვენზეც ვრცელდება.

_ ბატონო კაკო, გავრცელებულია აზრი, რომ სოფლის მეურნეობა მსოფლიოში არამომგებიანად ითვლება.

_ არაპრესტიჟულად ითვლება, თორემ მომგებიანი როგორ არ არის? რატომღაც, მიწისთვის ხელის ხლება ეზარებათ თუ ეთაკილებათ. მე კი, პირიქით, მსიამოვნებს. მიწა ვართ ჩვენ, მიწა დედაა ჩვენი და მაინც და მაინც დედაზე ხელის მოკიდება არ შეიძლება? ბუნებაში წყნარად შრომა, შენი ხელით მოწეული, ეკოლოგიურად სუფთა ხილი სჯობს თუ ის, ბაზარში რომ ეძებ? ვინც ქალაქშია, კია ცოდვა, მაგრამ მათი წინაპარი რომ გაიქცა ქალაქში, ახლა ამისთვის ისჯებიან. სოფელს, მიწას მიუბრუნდით და ყველაფერი კარგად იქნება. დახმარება გინდათ? აქ ვარ, ოღონდ _ ინებეთ!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

მათი სახელობის "ვარსკვლავები" გაიხსნება

ხელისუფლება "გურია ნიუსის" დისკრედიტაციას ცდილობს

ყველა სიახლე

სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4.01.2026
სამართალი

“ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!” _ რას წერს ავარიის შედეგად დაღუპული გოგოს და

14:30; 4.01.2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4.01.2026
საზოგადოება

“რომ გადარჩენილიყო, ამ ამბავს გადაჰყვებოდა… ყველა იმ გოგოს ვტირით” – რას ჰყვებიან წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპულ ტაქსისტზე

13:14; 4.01.2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4.01.2026
საზოგადოება

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”– შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

10:51; 4.01.2026
საზოგადოება

გურული ისტორიები

10:21; 4.01.2026
საზოგადოება

კობახიძე – ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის ილია მეორეს სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა

10:13; 4.01.2026
ზაფრანი

ბედის ირონია

9:59; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო