შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის საქმეს პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს. ზღულაძის განცხადებით, ამ თემის პოლიტიკურად ანგაჟირება იმ მოტივით მოხდა, რომ საქმე ეხებოდა პოლიციელის შვილს. შს მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ნიკოლაიშვილის მეგობარი ბიჭი ჟურნალისტი ან სხვა პროფესიის, რომ ყოფილიყო, ზუსტად იგივე შედეგი დადგებოდა სამართლებრივად, რაც ამ შემთხვევაში.
_ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ შედარებით მსუბუქი იყოს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ საქმე ქალბატონს ეხება, _ განაცხადა ზღულაძემ, რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პარლამენტში, სამთავრობო საათზე გამოსვლისას.