“ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისი 10 აპრილს გაიხსნება და მას კოტე შარაშენიძე უხელმძღვანელებს.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელად კოტე შარაშენიძე დაინიშნა. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოფიციალურად კოალიცია “ქართული ოცნების” საორგანიზაციო სამსახურის აპარატის უფროსმა ქეთი ჯოხაძემ დაუდასტურა.
“ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისი 10 აპრილს გაიხსნება. ჩოხატაურში _ 18 აპრილს.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის უფროსს, ამ თანამდებობაზე კოტე შარაშენიძე დაინიშნა, _ გვითხრა ქეთი ჯოხაძემ.
თავად კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ჯერ მისთვის ოფიციალურად არავის უცნობებია. ჩემთვის ჯერ ოფიციალურად არავის არაფერი უცნობებია, – გვითხრა შარაშენიძემ.