ხუთშაბათს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას “2011 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭვირვალე საქმიანობისთვის” სპეციალურ ჯილდოს გადაცემს.
_ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს “საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა _ www.opendata.ge, რომლის ფარგლებშიც რეგულარულად ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებიდან, მათ შორის რეგიონებიდან და ვაწარმოებთ სტატისტიკურ კვლევას, რომლის მიხედვითაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთ-ერთია იმ დაწესებულებებს შორის, რომლებმაც მეტ-ნაკლებად სრულყოფილად მოგვაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მარიკა კეჭაყმაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, 2011 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 25-ჯერ მიმართეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და 25-ჯერვე საჯარო ინფორმაცია ვადების დაცვით გაიცა.