https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბათუ ქუთელიას კონცეფცია, 6-მილიონიანი არაეფექტური პროექტი და ქართული რეზერვის თავისებურებანი

8:05; 2.05.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“როგორც მოგახსენეთ, სავალდებულო რეზერვის მომზადება ამ ხნის პერიოდში მიმდინარეობდა. გაჩნდა იდეა ტერიტორიული რეზერვის სისტემის დამატებისა თავდაცვის გეგმის შესაბამისად. ეს არის საკმაოდ აპრობირებული სისტემა რამდენიმე ქვეყანაში. შვეიცარიაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ეს სისტემა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს სისტემა იქნებოდა ერთ-ერთი უპრიანი საქართველოსთვის, გამომდინარე იმ ტოტალური თავდაცვის პრინციპიდან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში. იყო ჩანაფიქრი, რომ გამართულიყო პილოტური პროგრამა ტერიტორიული რეზერვის შექმნისა შესაბამისი წვრთნებით. ასეთი პროგრამა შედგა. მინდა გითხრათ, რომ ეს ამბავი პირადად მე მქონდა დაანონსებული, ასევე იყო საუბარი ამაზე პარლამენტში ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სინამდვილეში დაინტერესებული პირისთვის ეს მოულოდნელი ამბავი არ უნდა ყოფილიყო,” _ განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ რეზერვის კონცეფციის განხილვის წინ თავის შესავალ სიტყვაში.

სანამ ეროვნული საბჭოს მდივნის მოადგილეს, ბათუ ქუთელიას დაუთმობდა სიტყვას, გივი თარგამაძემ ამ “დაინტერესებული პირის ცნებაც” განმარტა: “დასავლეთ საქართველოში უკანონო ფორმირებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიას მხრიდან გაკეთებული განცხადება პოლიტიკური თვალსაზრისით – სიბეცე, ქვეყანასთან მიმართებაში – მავნებლობა, ხოლო სუფთა ადამიანური თვალსაზრისით არაკაცობა იყო”.

კონცეფციის განხილვა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო.

“გურია ნიუსი” არასამთავრობო ორგანიზაცია “თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” წევრს, თეონა აქუბარდიას სარეზერვო სამსახურის ახალ კონცეფციასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა.

_ სარეზერვო სამსახურის შესახებ შემუშავებულ კონცეფციაზე მსჯელობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ირაკლი ალასანიას განცხადებების შეფასებით დაიწყო და მას პოლიტიკურად ბეცი და ნამდვილი არაკაცი უწოდა. როგორ ფიქრობთ, ალასანიას სკანდალური განცხადება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ძალიან აცდენილი იყო არსებულ რეალობას?

_ ორივე მხარის პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარისგან თავს შევიკავებდი, თუმცაღა ალასანიას განცხადებების დროს, შესაძლებელი იყო, რომ მისი კითხვები კანონმდელობასთან და რეზერვის სისტემასთან ახლოს ყოფილიყო, რამდენადაც ამ განცხადებებმა გარკვეული დაბნეულობა და გაუგებრობა გამოიწვია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. საერთოდ, მივესალმებოდი ოპოზიციური პარტიების ჩართულობას უსაფრთხოების საკითხებში თანმიმდევრული პრინციპების გათვალისწინებით.

_ ბათუ ქუთელიას მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომლის მთავარი პრინციპი სიმარტივე და მოქნილობა იყო, რამდენად მოქნილად მოგეჩვენათ?

_ კონცეფციაში, ალბათ, ეს ვერ გამოჩნდება, რადგან ავტორები აცხადებენ, რომ რიგი დეტალები უნდა შეიმუშავოს თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის სტრატეგიასა და დოქტრინაში; შესაბამისად, სიმარტივე და მოქნილობა არის სურვილი, რომელიც თავდაცვის უწყებამ უნდა ასახოს შემდგომ დოკუმენტებში, ხოლო შემდეგ, პარლამენტმა კანონის სახით მიიღოს.

_ სარეზერვო სამსახურის ეფექტური მართვის სისტემად დაასახელეს გარკვეული დანაყოფების დეცენტრალიზაცია. რამდენად კონტროლირებადი და უსაფრთხო იქნება, რომ გარკვეული დანაყოფები ადგილზე იღებდნენ გადაწყვეტილებას?

_ დეცენტრალიზაციის პრინციპი არ არის ახალი და ეს სტრატეგიულ დოკუმენტებში აქამდეც იდო. როდესაც საუბარია დეცენტრალიზაციაზე, აქ იგულისხმება რომ საომარ ვითარებაში, კრიტიკულ მომენტში მეთაურს ერთიანი მოქმედების გეგმის ჩარჩოში დამოუკიდებლად შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება, რაც ვფიქრობ, ნორმალურია და ამაში საფრთხეს მე ვერ ვხედავ; პირიქით, ეს მნიშვნელოვანია, თუ რეალურად გახორციელდება.

_ რაც შეეხება რეზერვის სტრუქტურას, კონცეფციის მიხედვით, მათ შეუძლიათ კოორდინაცია გაუწიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას… ხომ ვერ გვეტყვით, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს და თუ არის გაწერილი ეს შემთხვევები?

_ თვითმმართველობას კანონით ევალება (რომელიც ახლაც ძალაშია) რეზერვისტების შემკრებ პუნქტამდე მიყვანა. ამასთანავე, ბუნებრივი კატასტროფების დროს (ხანძარი, წყალდიდობა და სხვა) მუნიციპალიტეტში, შსს-ს საგანგებო სამსახურთან ერთად, ასეთი შემთხვევების ლიკვიდაცია. თუ კატასტროფის მასშტაბი დიდია და შსს-ს ეს სამსახური თავისი ძალებით ვერ ერევა, მაშინ შესაძლებელია რეზერვის და შეიარაღებული ძალების დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, კონცეფციაში უფრო დეტალურად უნდა იყოს გაწერილი უწყებრივი რგოლის კოორდინაციის მექანიზმები და თუნდაც უწყებების ჩამონათვალი ზედმეტი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.

_ არჩევნების დროსაც ხომ არ შეიძლება “ეფექტურად” იქნეს გამოყენებული ეს კოორდინირებული მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან?

_ არჩევნებს რაც შეეხება; როდესაც რეზერვისტი იმყოფება გაწვევით შეიარაღებულ ძალებში, ის კანონით უთანაბრდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსს და შესაბამისად, ხმას აძლევს ე.წ. სპეციალურ უბანზე, რაც თვითმმართველობასთან კავშირს გამორიცხავს თავისთავად.

_ პირველ ეტაპზე რეზერვი იქნება სავალდებულო, შემდეგ კი გათვალისწინებული იქნება ნებაყოფლობითობა. რას გულისხმობს სავალდებულო რეზერვი და რა შემთხვევაში გახდება ის ნებაყოფლობითი?

_ ეს ჩემთვის ამ ეტაპზე გაუგებარია და ალბათ თავდაცვის უწყების მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში და კანონში გამოჩნდება უფრო კონკრეტულად. ამ ეტაპზე გვაქვს ორი ტიპის რეზერვი _ სავალდებულო და ნებაყოფლობითი. სავალდებულო რეზერვში გაიწვევიან სამხედრო სავალდებულო სამსახურგავლილი პირები და ისინი წვრთნას სახმელეთო ძალებთან ერთად გადიან. ნებაყოფლობითი რეზერვი კი როგორც ვიცით, ტერიტორიულ რეზერვთან ინტეგრირდება და ისინი ეროვნული გვარდიის დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან.

_ ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თავი იჩინა შეცდომებმა, რომელთა გამოსწორებაც ამ კონცეფციით გათვალისწინებული იქნება. თქვენი აზრით, ის რომ ომამდეც გვქონდა კონფლიქტისპირა ზონები, ეს არ იყო საკმარისი მიზეზი თუნდაც იმის გასათვალისწინებლად, რომ 500 რეზერვისტს სამართავად 5 სამხედრო მოსამსახურე არ უნდა ჰყოლოდა?

_ რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ, მაშინაც, როცა ეს რეზერვის სისტემა დაიწყო 2006-ში, ვამბობდი, რომ ეს ყველაფერი ნაჩქარევად იყო გაკეთებული, რაც სამწუხაროდ კიდეც გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს. მაგრამ რეზერვისტები ამ შემთხვევაში არაფერ შუაში იყვნენ. სისტემამ ვერ იმუშავა ისე, რომ ამ რესურსის გამოყენება გონივრულად მომხდარიყო. არც ამ კონცეფციიდან იკითხება რეალურად არის თუ არა ეს ახალი მოდელი ამ შეცდომების გათვალისწინებით შემუშავებული. თუმცა, ისევ და ისევ ვიმეორებ, იქამდე, სანამ არ იქნება სტრატეგია მომზადებული, ამაზე საუბარი ნაადრევია.

_ რა თანხა გამოიყო იმ პილოტური პროექტისთვის, რომელიც დღეს უკვე არაეფექტურად აღიარეს?

_ რაც შეეხება თანხას, მხოლოდ კონცეფციის პრეზენტაციის დროს განაცხადა ბათუ ქუთელიამ, რომ ეს თანხა არის თავდაცვის ბიუჯეტის 0,9 პროცენტი, რაც დაახლოებით 6 მილიონ ლარს შეადგეს. რამდენადაც თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალურად იყოს ეს გაწერილი, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ უბრალოდ, ეს ციფრი ვირწმუნოთ.

_ არის თუ არა ამ ეტაპზე გაწერილი, თუ სად შეინახება ის იარაღი, რომელიც რეზერვისტებს წვრთნებისთვის დაურიგდებათ და საერთოდ, როგორ მოხდება მათი დარიგება?

_ იარაღი ომამდეც ურიგდებოდათ რეზერვისტებს. ამ იარაღს ჰქონდა სპეციალური ნომერი მინიჭებული და ინახებოდა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში; სავარაუდოდ, ეს წესი არ შეიცვლება.

_ კონცეფციის განხილვისას, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმად, ადამიანს იწვევ რეზერვში, მაგრამ არ იყენებ სამხედრო უწყებისთვის. თქვენ ხომ არაფერი გსმენიათ ასეთი პრაქტიკის შესახებ და ხომ ვერ გვეტყვით, თუ არ იყენებ რეზერვისტს სამხედრო უწყებისთვის, რა ფუნქციით შეიძლება მისი დატვირთვა?

_ არ ვიცი, ამის შესახებ არ მსმენია. რეზერვის სისტემა აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და მისი დანიშნულებაა როგორც საომარ, ასევე კრიზისების პერიოდში (იგულისხმება ბუნებრივი კატასტროფები და სხვა) სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება.

_ რა კითხვები გაგიჩნდათ ამ კონცეფციის განხილვის შემდეგ და როგორ ფიქრობთ, მასში ნამდვილად არის გათვალისწინებული ის შეცდომები, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იჩინა თავი?

_ დავიწყებდი იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი კონცეპტუალური სახისაა, მასში მაინც მეტი კონკრეტიკა რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, რადგანაც ამ პრინციპებზე უნდა იქნას შემუშავებული შემდგომი დოკუმენტები. მნიშვნელოვანია, სამოქალაქო თავდაცვის უწყებრივი კომპეტენცია მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული. ამასთან ერთად, მკაფიოდ იყოს გაწერილი უწყებრივი თანამშრომლობის დონე თვითმმართველობის, თავდაცვისა და შსს-ს სამინისტროებს შორის.

დანარჩენს რაც შეეხება, არსებობს ის კითხვები, რომელსაც უკვე თავდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს პასუხი, თუმცა რადგანაც ნათქვამია, რომ დეტალები შემდგომში იქნება წარმოდგენილი, ამ ეტაპზე კითხვების დასმას აზრი ეკარგება. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიას. მთავარია, რომ ეს ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე, დროში არ გაიწელოს და რეალური პროცესი არ აცდეს დოკუმენტებში გასაწერ თემებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19 სექტემბერი, 2026

კონტროლის პალატაში პატიმრის მშობლებს იბარებენ

დაკითხვების ახალი ტალღა თბილისში _ კონტროლის პალატა ოფისების რემონტით ინტერესდება

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო