ჩოხატაურის მოსახლეობას წლების მანძილზე დედაქალაქში უხდებოდათ ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება. ამჯამად გურიის რეგიონში, მხოლოდ შპს “ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკაში” ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კვლევის კაბინეტი, რომელსაც ექიმი ნინო ცინცაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მას ვთხოვეთ აეხსნა, რა შემთხვევაში სჭირდება პაციენტს ენდოსკოპიური გამოკვლევა: “პაციენტებში ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიური წყლულები და ა.შ. მათ განვითარებაში დიდი როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორი, ცხოვრების რეჟიმი, ალკოჰოლისა და ნიკოტინის ჭარბად მიღება, სტრესები, არარეგულარული და არასრულფასოვანი კვება. ჩამოთვლილ დაავადებებს ისეთი სიპტომები ახასიათებს, როგორიცაა გულძმარვა, სლოკინი, შებერილობა, კუჭის გადავსების შეგრძნება, ღამის ტკივილები, მაგრამ მათ განსხვავებული ადეკვატური და მიზანმიმართული მკურნალობა ესაჭიროებათ, რაც მხოლოდ სწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაშია შესაძლებელი. ავადმყოფები ხშირად დაგვიანებით, დაავადების გართულების შემდეგ მიმართავენ ექიმს, ამიტომ ჩვენ ურჩევთ ზემოთჩამოთვლილ სიმპტომების გამოვლინებისთანავე მოგვმართონ, ჩაიტარონ ენდოსკოპით კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ სათანადო მკურნალობა. გამოკვლევები ტარდება როგორც სტაციონარის, ასავე ამბულატორიულ პირობებში. გარდა დიაგნოზისა, ენდოსკოპიური მეთოდებით შესაძლებელია მკურნალობა, მცირე მანიპულაციის ჩატარება, უცხო სხეულის ამოღება”, _ გვითხრა მან.