როგორც მთივლიშვილმა აღნიშნა, პოლიციიდან წიხლებით გამოაგდეს, ფოტოაპარატში ყველა კადრი წაუშალეს და მოთხოვნის მიუხედავად, ექიმი არ გამოუძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, შოთა უტიაშვილი გურია ნიუსთან საუბრისას ამობს, რომ მთივლიშვილი არ დაუკავებიათ:
_ არ იყო ეგ დაკავებული. შესული იყო, პოლიციაში იჯდა და აწყობდა პროვოკაციას.
_ თავად შევიდა პოლიციაში?
_ თავად არა. მოსული იყო. უარი თქვა პიროვნების დასახელებაზე და ამის გარკვევის მიზნით მოხდა მისი პოლიციაში შეყვანა.
_ რას იღებდა ასეთს?
_ არაფერს. შემოსული იყო, შენობას იღებდა და ჰკითხეს ვინაობა. არ დაასახელა და აშკარად წამოვიდა პროვოკაციაზე.
_ თავად ამბობს, რომ კადრები წაუშალეთ.
_ არა. შენობის სურათებს იღებდა. თუნდაც ასი გადაიღოს, რა არის მერე? _ გვითხრა უტიაშვილმა.