გარდა ამისა, დადასტურებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ “ადითს” ჩოხატაურიდან წასვლა მოუწევს და ჩოხატაურში “ავერსი” ახალ საავადმყოფოს ააშენებს, რომლის მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულდეს. “ავერსის” კლინიკა გაფართოვდება ლანჩხუთში, სადაც საწოლების რაოდენობა, მინიმუმ, 20 უნდა იყოს.
ერთი სიტყვით, “ავერსი” გურიის ბაზარზე მონოპოლიას ამყარებს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მედპერსონალს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით აიყვანს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მედიკოსთა გათავისუფლება ახალი კლინიკების გახსნამდეც მოხდება.