https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მასწავლებლობა მუდმივი მოსწავლეობაა!

6:05; 24.05.2012
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მუდმივია იმიტომ, რომ ასწავლი და სწავლობ იმას, რაც არსად წერია, არც იწერება, არსად გსმენია, არასოდეს გინახავს და მხოლოდ ბავშვების თვალებიდან მოდის! არ შეიძლება, მოატყუო ბავშვი, რადგან ის შენ არ გატყუებს! როგორც მოექცევი, ისე მოგექცევა, ის შენი თანამოაზრეა! მასთან დიდხანს ყოფნით, გულწრფელობის ზენიტში ხარ და თქვენ იცით ჩემი ხასიათი, ძალიან არ მიყვარს ის, რაც არ არის მართალი! ბედნიერი ვარ, რომ სკოლას შემოვრჩი და ღვთის ნებით, სამადლო საქმეს თავდადებით ვემსახურები,” _ ეს სიტყვები თანამედროვეობის უძლიერეს პედაგოგს, შთაგონებით მოძღვარს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მაია ღლონტს ეკუთვნის.

ქალბატონი მაიას წინაშე ვალშია ყველა, ვისაც დღემდე უფრო სრულყოფილად უნდა ეთქვა და დაეწერა მისი ფენომენის შესახებ, თუმცა საკუთარ სიძლიერეს თვითონ ეფარვის და ცალკეული გამონათებებით გვახვევს თავბრუს, დანარჩენ დროს კი, თავდავიწყებით მისცემია ცოდნას მოწყურებული პატარა ქართველის სულისა და გონების ფორმირების საქმეს, _საკლასო ოთახია მთელი სამყარო, სადაც საკუთარ სტიქიაში სრული სახით მყოფი მაია ღლონტი შეიძლება, ნახო და გაოცდე!

ახლახან იგი შემეცნებით პროექტ “ეტალონის” გამარჯვებული გახდა და ვიდრე 27 მაისს ამას სრულიად საქართველო ტელევიზიით იხილავს, მაია ღლონტი ექსკლუზიურად “გურია ნიუსისთვის” საუბრობს.

_ ქალბატონი მაია, ცნობილია, რომ თქვენი ცხოვრების თითოეული დღე მუდმივი წარმატებებითაა დატვირთული, თუმცა ეს წელი განსაკუთრებული უნდა იყოს შემოქმედებით ბიოგრაფიაში.

_ ახლახან “ეტალონში” გავიმარჯვე, რაც ტელეკომპანია “იმედით” 27 მაისს გავა ეთერში. სამივე ტურში და საბოლოოდაც პირველი ვიყავი. ასევე, ბათუმში გამართულ ლექსების გამოფენაში ფინალში გავედი. აღნიშნული კონკურსი ყოველ წელს ტარდება, სადაც მხოლოდ გამოუქვეყნებელი ლექსის წარდგენა ხდება.

_ რადგან მასწავლებლის შემოქმედებითი ნიჭი, ფაქტიურად, განსაზღვრავს მისსავე მოღვაწეობას, როგორც პოეტმა, ცოტა რამ უთხარით ჩვენს მკითხველს, პირველი ლექსი ვის ან რას მიუძღვენით. . .

_ ლექსების პირველი კრებული “მარტოობის განაჩენი” 1997 წელს გამოვეცი. ასევე, თითქმის გამოსაცემად მზად მაქვს რომანი “გულმოწყალე ჯალათი”, რომლის პრეზენტაციის შესახებაც ექსკლუზივს “გურია ნიუსს” ვპირდები. ბავშვებზე, სკოლაზე, საკუთარ საქმეზე თავდავიწყებით ვარ შეყვარებული, დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი მძინავს, თვითონაც მიკვირს და სხვებსაც უკვირთ ეს, თუმცა ყველაფერი ღვთის წყალობად მიმაჩნია, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. მასწავლებლობა, მოზღვავებული ენერგიის წყალობით, უფალმა შემაძლებინა. ხუთი წლისამ, “ღიმილის ბიჭების” ნახვის შემდეგ, ძალიან განვიცადე ფილმში ნანახი, ერეკლე მეფის სახელი კი განაგონი მქონდა, ავდექი და ჩემს პირველ ლექსში, Uთუ ამას ლექსი ჰქვიოდა, მეფე ერეკლეს. . . გერმანელები დავახოცვინე! ისე კი, სერიოზულად მეშვიდე თუ მერვე კლასში დავიწყე წერა. მამაჩემს ჰყავდა გაუთხოვარი მამიდა ნინა ღლონტი, ყველა ჩემს ნაკალმარს რედაქციაში მიარბენინებდა და იქაც სულ მიბეჭდავდნენ. რა თქმა უნდა, ეს სტიმული იყო.

_ ქალბატონო მაია, ცოტა რამ თქვენი ბიოგრაფიიდანაც გვიამბეთ. როგორ იწრთობოდა თქვენში მოძღვარი? ვინ და რამ შთაგაგონათ ამ გზაზე დგომა.

_ თავდაპირველად ვსწავლობდი ბოხვაურის რვაწლიან სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც სწავლა გავაგრძელე ქალაქ ოზურგეთის პირველ საშუალო სკოლაში. იმ წელსვე ჩავირიცხე ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა, ორიოდე სიტყვით მინდა იმ ჩემს მასწავლებლებზე ვთქვა, რომლებმაც ჩემში პედაგოგი აღზარდეს. ვისაც ლომის წილი მიუძღვის ჩემი პროფესიის არჩევაში, ქალბატონი ჟუჟუნა გობრონიძეა. სულ ვცდილობ, მისი მსგავსი ვიყო. ეს იყო არაჩვეულებრივი, შემოქმედი ქალი, მან შთამაგონა ლიტერატურის სიყვარული. სულ საინტერესოდ დატვირთული და საჩვენებელი გაკვეთილი ჰქონდა, ეს იყო აკადემია. ჟრუანტელით გამოვდიოდით იქედან. სულ სხვა სამყაროში ვიყავით. ისეთი სინთეზური იყო მისიგაკვეთილები, აი, უნივერსიტეტშიც კი სანატრელი იყო ისეთი ლექცია. მერე იყო ანა ბერძენიშვილის ემოციებით დატვირთული გაკვეთილები, კლასის დამრიგებელიც იყო და ურთიერთობაც სულ სხვანაირი იყო. ოჯახური ტრადიცია მქონდა ასეთი _ ბოხვაურში გაშლილ ეზოში მდებარე სამ ოჯახში 4 ექიმი იყო, მეც მინდოდა ექიმობა, ვემზადებოდი ქიმიასა და ფიზიკაში. თუმცა, ანა ბერძენიშვილმა როცა ბოლო გაკვეთილი ჩამიტარა, მივხვდი, ჩემგან ექიმი არ დადგებოდა, მისი დამსახურებაც დიდია, რომ გავხდი ფილოლოგი. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მუშაობა ოზურგეთში დავიწყე, გურიის ტელევიზიაში. მოგეხსენებათ, ჩვენ ტელევიზიაში ერთ დროს ვმუშაობდით. 90-იანი წლების დასაწყისში. მაშინ შემოქმედებითი გარემო იყო. უფრო ენთუზიაზმით ვმუშაობდით. შემთხვევით მოვხვდი სკოლაში. ლიანა იმედაშვილმა დამიბარა, მივედი რომ უარი და თან მადლობა მეთქვა. როგორც მივედი, ქალბატონმა ლიანამ მითხრა, მოხვედი, მაიკო? შემოდი, აი, ბავშვებო, ეს თქვენი მასწავლებელია. ასე შემიყვანა საკლასო ოთახში. როცა ბავშვების თვალებს შევხედე, მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც მე უნდა ვყოფილიყავი. ყველაზე სადა, სუფთა, გულწრფელი, აი, ესენი არიან ბავშვები. უფალიც ხომ ამას ამბობს- მოვიდნენ ჩემთან, მაგათთვის არს სასუფეველი. მასწავლებლებიც უნდა ვცდილობდეთ, ბავშვებს ვგავდეთ, მათგან ვსწავლობდეთ ბევრ რამეს.მე სწავლის დროსაც ვმუშაობდი. ამ მხრივ ქუდბედიანი ვარ. ოზურგეთში რომ წამოვედი, ყველგან მხვდებოდა მამაჩემის სახელი, ეს გერა ღლონტის გოგოაო, ეს კომპლექსიც იყო. 35 წლის გარდაიცვალა და ის წმიდათა წმინდა ხატი იყო ჩემთვის, ოღონდ ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი მის ჩრდილქვეშ. ცცდილობდი, მე თვითონ გავცნობოდი ხალხს.

_ ეს თქვენ ბრწყინვალედ შეძელი.

_ მადლობთ, თუ გამომივიდა

_ ოჯახის შესახებაც გვითხარი. . .

_ ჩემი მეუღლეა გიგა შაფაქიძე, მყავს სამი შვილი. ნიკოლოზი 12 წლისაა და კალამს უკვე ცდის. მარიამი მეოთხე კლასშია, დემეტრე მეორეში. მინდა გითხრათ, რომ ოჯახთან დაკავშირებით, ძალიან ბედნიერი ვარ, ბავშვები კი მსაყვედურობენ, დედიკო ჩვენთვის არ გცალიაო, თუმცა, გამოვასწორე იმით, რომ ნიკოლოზის მასწავლებელი ვარ. უნიჭიერესი თაობა მოდის. წერენ ბრწყინვალედ, სხვათაშორის, სიმღერებსაც ვწერ.

_ დღეს “ეტალონის” გამარჯვებული პედაგოგი ხართ. ყველამ გაიხარა ამ ფაქტით. გვითხარით, როგორ მოხდა ყოველივე ეს?

_ ამჯერად მხოლოდ სერთიფიცირებული მასწავლებლები მონაწილეობდნენ. პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილია, იცით. ტელეკომპანია “იმედი” აშუქებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პროექტია, რომელიც წახალისების შესანიშნავი ფორმაა, როგორც როგოც ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. წლის ბოლოს სხვადასხვა რეგიონებიდან გამარჯვებულები მონაწილეობას მივიღებთს შემაჯამებელ კონკურსში. დაწესებულია სოლიდური პრიზი, ავტომობილი.

_ როგორც ინფორმაცია მივიღეთ, თქვენ სამივე ტურში პირველ ადგილზე იყავით და საბოლოოდაც გაიმარჯვეთ, უფრო კონკრეტულად მოგვიყევით ამის შესახებ.

_ ჩვენს მასწავლებლებს არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდათ. სამი ტური გავიარე თითოეულში ათი კითხვა იყო, ცხრას ვუპასუხე, მეორე ტურში ხუთივე კითხვას გავეცი პასუხი, მესამე ტურში ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი და ასევე ყველა კითხვას ვუპასუხე და გავიმარჯვე.

_ ძალიან ღელავდით? ვის მიუძღვენი ეს გამარჯვება?

_კი, ვღელავდი ნამდვილად. იმიტომ, რომ ბავშვები ძალიან მგულშემატკივრობდნენ, რა თქმა უნდა, მასწავლებლებიც, მაგრამ ბავშვები ძალიან განიცდიდნენ და კივილით მირეკავდნენ, მილოცავდნენ. ამის თამაში არ შეიძლება. ბავშვები ეიფორიაში იყვნენ. ეს სასწაული იყო. მიმაჩნია, რომ ჩემი გამარჯვება ჩვენი სკოლის სახელია. მასწავლებლობა არის მუდმივი მოსწავლეობა, იმიტომ, რომ ასწავლი და სწავლობ. სწავლობ იმას, რაც არ შეიძლება, არ იწერება და ბავშვების თვალებიდან მოდის მხოლოდ. მათი სიყვარული ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

_ ხომ არ მომხდარა რაიმე კურიოზი ან ძალიან დასახსომებელი?

_კურიოზი არა, მაგრამ მოხდა ერთი ძალიან რაინდული ფაქტი. “ეტალონში” ორი ოზურგეთელია, არჩილ თავბერიძე და რეზო ბერაძე. ეს უკანასკნელი იქ დაუტოვებიათ, რადგან 4-ჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული. ოზურგეთის გუნდი გავიდა, რომელიც რეზომ გაიყვანა. ბოლო თამაშში იგებდა და პასუხი არ დააფიქსირა, სამაგიეროდ, ბახველი ბავშვი გავიდა, რეზომ კი თქვა, მინდოდა, სხვასაც მიეღო სტიპენდიაო. თამაში დათმო. ეს არ აღნიშნულა, მაგრამ იქ ყველამ იცის. არ არის ეს რაინდობა? აი, ასეთი თაობა მოდის! მისი მამა სოხუმში ჟიულ შარტავასთან ერთად დაიღუპა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

რა პრეტენზიები აქვს "ჯორჯიან რესორს კომპანიას"

ძროხის გამო დაკარგული დახმარება

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში

14:47; 10.01.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას ავრცელებს

12:56; 10.01.2026
საზოგადოება

“ოქროს ბირჟის” დირექტორი: მაღაზიები მუშაობს, სართულზე სადაც ხანძარი იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

12:40; 10.01.2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12:22; 10.01.2026
საზოგადოება

თოვა და შეზღუდული ხილვადობა- სად შეიზღუდა მოძრაობა

12:09; 10.01.2026
Close up view of hand grenade on wooden background
ზაფრანი

„ორიგინალური“ საახალწლო სიურპრიზი

11:58; 10.01.2026
მსოფლიო

დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

11:55; 10.01.2026
ზაფრანი

უცნაური ნაძვის ხეები

11:49; 10.01.2026
დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
საზოგადოება

ჯარიმა 15 000 ლარი – სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) „CAMINERO“ დააკავა

11:12; 10.01.2026
მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

11:00; 10.01.2026
სამართალი

მოსამართლემ გადაწყვეტილება ილია თოფურიას სასარგებლოდ მიიღო

10:41; 10.01.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

10:32; 10.01.2026
საზოგადოება

ქარტია  ეხმაურება საინფორმაციო სააგენტოს CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტს

10:14; 10.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო