_ კახი, ეს დღეები გურიაში ხართ. როგორ მიგიღეს გურულებმა?
_ ორი დღეა ვიმყოფებო ოზურგეთში და ვხედავ გაჭირვებას სოფლებში. ოზურგეთში რა მდგომარეობაა. ძალიან ცუდია, ძალიან გული მწყდება არამარტო გურიაში, იმერეთშიც ასეთი სიტუაციაა და სხვა რეგიონებში. იმიტომ ვართ აქ, რომ გავიგოთ რა პრობლემებია და აღმოვფხვრათ. მერე, როდესაც ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდი იქნება, მოვაგვაროთ და ეს პრობლემები გადაიჭრას და არ დარჩას მხოლოდ დაპირება დაპირებად, როგორც დღევანდელ ხელისუფლებას ჩვევია. გურულებმა კი ძალიან კარგად მიმიღეს და ამაში ეჭვი არ მეპარებოდა.
_ პოლიტიკურ ცხოვრებიდან მოდით სპორტულ ცხოვრებაზე ვისაუბროთ.
_ საინტერესოა თემა სპორტი. როდესაც ქვეყნის განვითარება ხდება ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, მედიცინა და ასევე სპორტი. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ზოგადად სპორტული ცხოვრება, ბავშვის სპორტულად აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია და თქვენც გეცოდინებათ სკოლებში ფიზ.კულტურის გაკვეთილები ამოიღეს და ეს ძალიან ცუდია.
_ თქვენ პოლიტიკაში ხართ ამ წუთას, ორიოდე სიტყვით ქართულ ფეხბურთზეც გვითხარით, რა ეტაპზე არის ახლა?
_ რისი დანგრევა შეიძლებოდა, ყველაფერი დანგრეულია. ჩვენ თუ გადავხედავთ რეგიონებს, ქალაქებს, მაგალითად თქვენთან არის სტადიონი? არ, არის ერთი ნორმალური სტადიონი, რაც აუცილებელია და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. არ არსებობს საქართველოს ჩემპიონატი, მოკლედ, რომ ვთქვა მკვდარია. რაზე უნდა ვისუაბროთ, ქვეყანაში არის თბილისის ბორის პაიჭაძის სტადიონი ახლა, რომ სახელი შეუცვალეს და “დინამო არენა” დაარქვეს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთი სავარჯიშო მინდორი აქვს, ისიც ბატონი ბიძინას მეშვეობით გაკეთდა და დაფინანსდა. 2003 წლიდან ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან სპორტის განვითარების კუთხით არაფერი არ გაკეთებულა, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს ბავშვებისთვის. თუ ბავშვი არ გაიზარდა და საბავშვო სკოლები არ იქნება, რა თქმა უნდა პირველი ნაკრები და ჩემპიონატი ძლიერი ვერ იქნება. არ უნდა ხდებოდეს 14-15 წლის ბავშვები იმის გამო, რომ ოჯახები არჩინონ და თავიანთ ოჯახში ერთი ლუკმა პური შეიტანონ სხვა ქვეყნებში გარბოდნენ. ქართველი, ახალგაზრდა, მომავლის მქონე ფეხბურთელი სხვა ქვეყნებში მეორე-მესამე დივიზიონში არ უნდა მიდიოდნენ. ისეთი პირობები უნდა შეიქმნას ამ ასაკში ყველა ფეხბურთელი უნდა იყვნენ დაკავებულები საქართველოს ჩემპიონატში და საქართველოში, მერე კი 19-20-21 წლის ასაკში წავიდნენ უნდა და უფრო მაგარ ჩემპიონატებში უნდა ითამაშონ და ითამაშებენ კიდევაც, ძალიან კარგი თაობა იზრდება.
_ კახი, იმყოფებოდი თუ არა ოზურგეთის “მეგობრობის” სტადიონზე?
_ კი, ვიყავი. ძალიან მძიმე მდგომარეობა. ყველაფერი გასაკეთებელია.
_ სტადიონზე დახვდათ ვინმე?
_ არა, არავინ არ იყო სტადიონზე.
_ ოზურგეთელ ფეხბურთელებს თუ შეხვდით?
_ ამ ეტაპზე არ შევხვედრივარ. ძირითადად შეხვედრები გვაქვს ქალაქში და ქალაქ გარეთ მოსახლეობასთნ. მაგის დროც მოვა, აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ყველას შევხვდეთ და აუცილებლად ვნახავ ფეხბურთელებსაც.
_ გურულების ფეხბურთზე რას გვეტყოდით?
_ გურიაში ფეხბურთი ყოველთვის პოპულარული იყო, ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო. თუ ვისაუბრებთ ლანჩხუთის “გურიაზე”, ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ასევე მახსოვს მახარაძის “მერცხალი”, მაშინ ოზურგეთი არ ერქვა. მახსოვს, პატარა ვიყავი, მაშინ დავდიოდი მატჩებზე. მამაჩემი სამტრედიის გუნდს ხელმძღვანელობდა, ხშირადად ვარ ნამყოფი. ასე, რომ გურიის ფეხბურთის აღორძინება უნდა დაიწყოს და ასე უნდა იყოს საქართველოს ყველა რეგიონში.
_ გურიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ დროს თქვენ ლანჩხუთის “გურიაში” არ მიგიღე. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
_ არა, ეს არ არის სიმართლე. ლანჩხუთან მხოლოდ შეხება მქონდა, როდესაც სამტრედიაში ვთამაშობდი, მათან პაექრობა გვიწევდა თამაშის დროს.