ტოგო, 56 წლის _ ეს კითხვა უნდა დაისვას?!
ნინო, 27 წლის _ მეხუმრებით?
ლამარა, 68 წლის _ ნენა, აბა სად წევიდეთ ავადმყოფი ხალხი?
შოთა, 55 წლის _ საავადმყოფოს არსებობა აუცილებელია!
ზაური, 58 წლის _ საავადმყოფო უნდა იყოს _ 15 ავადმყოფზე გათვლილი და საუკეთესო!
ელენე, 70 წლის _ ჩოხატაურში ყველაფერ უბედურებას გაიგონებ! საავადმყოფო რაიონში კი არა, პატრონი რომ გვყავდეს, სოფელშიც უნდა იყოს.
თემური, 36 წლის _ საავადმყოფო? რა თქმა უნდა, უნდა იყოს, მაგრამ პროფესიონალებით დაკომპლექტებული…
ზინა, 62 წლის _ ეს კითხვა ვინც დაგაბარა, იმან რა გითხრა _ ბარემ სული ამოხადეთ ხალხსო?!
ლადო, 46 წლის _ მეტი სასაცილო ვერავინ ნახეთ?
ეთერი, 32 წლის _ ისედაც გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ და საავადმყოფო რომ გააუქმონ, სად უნდა ვიაროთ, ოზურგეთში თუ ქუთაისში?! მერე მანქანა გვყავს? თუ ვიქირაოთ და მშიერი დავრჩეთ?
მამუკა, 36 წლის _ რა თქმა უნდა, აუცილებელია საავადმყოფო.
გიორგი, 51 წლის _ აუცილებლად უნდა იყოს; მაგრამ უნდა ვიცოდე, რენტგენს რომ გადავიღებ, ნორმალური იქნება, წაკითხვასაც სათანადო დონეზე შეძლებენ!
ნონა, 23 წლის _ საავადმყოფოს არსებობა აუცილებელია, მაგრამ ანტისანიტარია არ უნდა იყოს. ამას წინათ ახლობლის სანახავად მივედი და საკუთარი თვალით ვნახე, თაგვი თანამშრომელივით დასეირნობდა ოთახში!…
ილო, 52 წლის _ საჭიროზე მეტია, მაგრამ შიში არ უნდა მქონდეს, რომ ქვეწარმავალი შემომიძვრება პალატაში! ამისი შემთხვევები ნამდვილად იყო, განსაკუთრებით _ პოლიკლინიკაში.
თინა, 81 წლის _ ისიც არ კმარა, რომ თანხა არ გვაქვს ექიმთან მისასვლელად? ახლა საავადმყოფოს თუ გააუქმებენ, რაღა წყალში ჩავვარდე?!
მაია, 35 წლის _ საავადმყოფო საჭიროა და ექიმთა მდგომარეობაც მოსაწესრიგებელი; მე უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩავვარდე იმის გამო, რომ ექიმს სათანადო ანაზღაურებას არ აძლევენ!
ზოია, 47 წლის _ ჯვარი დაგვწერე, ღმერთო, რას ჰქვია, არ გვინდა საავადმყოფო?!
სერგო, 69 წლის _ ზემოხეთიდან რომ ჩამოვა კაცი და ექიმთან მისვლამდე ოზურგეთში ან ქუთაისში იქნება წასასვლელი, მე მგონი არაა ეს სწორი!
ლამარა, 70 წლის _ პრეზიდენტმა თქვა, საავადმყოფო ყველა რაიონს უნდა ჰქონდესო და ჩვენ არ ვითვლებით ამ ქვეყნის მოქალაქეებად?!
კაკო, 76 წლის _ ქუდზე კაცი გამოვა, მართლა რომ შეეცადოს ვინმემ საავადმყოფოს გაუქმება!