მათ მიერ, სოფელ წიფნარში მცხოვრები რამდენიმე ოჯახის კარ-მიდამოში ხეები შეიწამლა (მათ შორის კოხნარის მედია წიგნიერების ცენტრის ეზოშიც.) მოსახლეობის თქმით, შეწამვლის შემდეგ, არანაირი შედეგი არ იგრძნობა _ შენობა-ნაგებობებში და მათ ფასადებზე ამერიკული პეპელას რიცხვი უფრო იზრდება.
საკითხში გასარკვევად მივმართეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსს თეონა ჩიგოგიძეს, რომელმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსთან აკაკი ყაჭეიშვილთან დაგვაკავშირა.
_ ბატონო აკაკი, რომელი შხამ-ქიმიკატით მოხდა შეწამვლა და ვინ აწარმოებდა სამუშაოებს? ეს ადამიანები შემთხვევით შეირჩა თუ აქამდეც ჰქონიათ ამგვარი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება?
_ ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩაატარა ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ _ შპს “განახლებამ”. შეწამვლა მოხდა სოლო აპარატებით, რომელშიც გამოიყენება პირეტროიდული ინსპექტიციდი “სუპერ ჰექტამეტრინი 100ეკ”. სამუშაოებს მთლიანად ახორციელებდა ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია. სოლო აპარატებთან ერთად შეწამვლა მოხდა სპეცმანქანებითაც, რომლებშიც გამოიყენება პრეპარატი “დეცისი”. ამ ეტაპისთვის ჩოხატაურში შეიწამლა სულ 1789 ჰექტარი ფართობი და პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, დღემდე არ არსებობს მავნებლის განადგურების ასპროცენტიანი შედეგის მქონე პრეპარატი, შესაბამისად, პეპლის რაღაც ოდენობა აუცილებლად დარჩებოდა. სწორედ ამისთვის იგეგმება მეორე ეტაპის სამუშაოების ჩატარება, რითაც პრაქტიკულად სრულად განადგურდება აღნიშნული მავნებელი.
აღნიშნული სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს. ამ ეტაპზე დასრულებულია სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონკრეტულად სოფელ წიფნარში მხოლოდ რამდენიმე საეზოვე ფართობი იქნა შეწამლული, _ ამბობს ყაჭეიშვილი.
ფიქრია ბეღელაძე, კოხნარის მედია წიგნიერების ცენტრი