კერძოდ, 4 დეველოპერულ კომპანიასთან გაფორმებულ 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებებების მიხედვით, ბანკი ვალდებულია ეს თანხა 31 ივლისამდე გასცეს, რისი შესაძლებლობაც ბანკს ამ დროისათვის არ გააჩნია.
საკითხის გასარკვევად “გურია ნიუსი” ქართუ ბანკის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ნატო ხაინდრავას დაუკავშირდა. ხაინდრავა აცხადებს, რომ დროებით მმართველს მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების უფლებას კანონი უზღუდავდა
„ეს მოხდა ყოველგვარი საბანკო პროცედურის უგულვებელყოფით. დარღვეულია როგორც “ქართუს” შიდა პროცედურები ასევე ეროვნული ბანკის 350-ე ბრძანება. ამის გაკეთების საშუალებას ბანკის ლიკვიდობის კოეფიციენტი არ აძლევდა” _ განაცხადა ხაინდრავამ „გურია ნიუსთან” საუბარში.
„ქართუ ბანკში” ფიქრობენ, რომ დროებითმა მმართველმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რაც საბოლოო ჯამში ბანკის ლიკვიდურად გამოცხადებას და იქ ეროვნული ბანკის მმართველობის შესვლას ისახავს მიზნად.
„საქართველოს სასამართლოების იმედი არ გვაქვს, მაგრამ მაინც შევეცდებით ამ კონტრაქტების ბათილობის საკითხის დაყენებას. ჩვენ სამართლებრივი ბრძოლის ყველა მეთოდს გამოვიყენებთ” _ განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ გურიანიუსთან საუბარში.
ნატო ხაინდრავა არ ასახელებს იმ 4 დეველოპერულ კომპანიას, რომელთანაც ბანკის დორებითმა მმართველმა გააფორმა ხელშეკრულებები. მისი განმარტებით, ეს ინფორმაცია კომერციული საიდუმლოა და ვერ გაამჟღავნებენ.
„გურია ნიუსის” ინფორმაციით, საუბარია 4 ყველაზე ცნობილ დეველოპერული კომპანიაზე, რომლებიც სახელმწიფო ტენდერების მუდმივი გამარჯვებულები არიან. უცნაურია, რომ მათ კრდიტი სწორედ იმ ბანკისგან აიღეს, რომელიც 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ, სტაბულურობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.