ფოტოს შვეიცარიელი მეპატრონე ირწმუნება, რომ მასზე გაკეთებული ავტოგრაფი ნამდვილად სააკაშვილს ეკუთვნის.
ფოტოს მფლობელი შვეიცარიელი დილერი Rolf Ramseier Autographs-ია,რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებითა და ფოტოებით ვაჭრობს. მის კოლექციაში ამჟამად 2 000 მდე მსოფლიოში ცნობილი ადამიანის ავტოგრაფია. დილერი ყველა ავტოგრაფის ავთენთურობის 100%-იან გარანტიას იძლევა.
საქართველოს პრეზიდენტის ფოტოს თავდაპირველი ფასი 150 დოლარი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ფოტო ამ ფასად ვერ გაიყიდა და მფლობელმა ფასს 22 დოლარი დააკლო.
ფასდაკლება 2 დღეში იწურება. ასე რომ, ვისაც პრეზიდენტის ავტოგრაფიანი ფოტოს შეძენა გსურთ, იჩქარეთ!