მისი ინფორმაციით, გორსა და ქარელში (რუისში, შინდისსა და კიდევ რამდენიმე სოფელში) ზემოხსენებული ჩინოვნიკები საუკეთესო მიწის ნაკვეთებს ფლობენ და შემოდგომაზე დიდ მოსავალსაც ელოდებიან. ბალიაშვილი შიშობს, რომ 150 ჰექტარზე მოწეული საუკეთესო ბოსტნეული სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ადგილობრივების პროდუქტს, რომელიც სარწყავი სისტემების გაუმართაობის გამო საკმაოდ უხარისხოა.ბალიაშვილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრში გადაამოწმა, და ვერ იპოვა კონკრეტული გლეხი, ვინც შიდა ქართლში 100 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს. მისი ვარაუდით, ეს მიწები სახელმწიფო საკუთრებაა.
”რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ნაკვეთების დამუშავება ჩინოვნიკებმა შარშან დაიწყეს და საცდელად ჰიბრიდული სიმინდი მოიყვანეს. მოსავალმა გაამართლა რადგან ნაკვეთები ევროსტანდარტის ტექნიკით დამუშავდა და სარწყავი სისტემაც გამართულად მუშაობს.წელს ჩინოვნიკებს ბოსტნეული აქვთ დათესილი და როგორც ჩემი წყარო მატყობინებს,ძალიან დიდ მოსავალს ელოდებიან. შედეგები იქნება შემოდგომაზე, როდესაც ბოსტნეულის დეფიციტი შეიქმნება ქართლში დ ა ერთადერთი მომწოდებელი იქნება სანდრა რულოვსი, ვანო მერაბიშვილი და ზაზა გოროზია ” – აცხადებს მამუკა ბალიაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში.
”საქართველოს გზის ”წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ნაკვეთების დამუშავება სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მისი ინფორმაციით, სარწყავი სისტემის და დამუშავების ხარჯები დაახლოებით 20 ათასი დოლარია 1 ჰექტარზე.
შიდა ქართლის მთავარი პრობლემა უწყლოობაა. გორის რაიონს მდინარე ლიახვი რწყავდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ოსებმა მისი სათაო ნაგებობა მოშალეს და მდგომარეობა უფრო დამძიმდა, რაც შეეხება ქარელს, ეს რაიონი მდინარე მტკვრიდან ირწყვება, თუმცა სისტემა აქაც მოშლილია
”ის მცირეოდენი წყალი, რაც ამ ორ რაიონს შემორჩა, პირველ რიგში, ჩინოვნიკების ნაკვეთებზე მიედინება. აქ არაა საუბარი ერთჯერად მორწყვაზე, ნაკვეთებზე დამონტაჟებულია ე.წ წვეთოვანის სისტემა, რომელიც სისტემატიურად რწყავს ნაკვეთებს, -აცხადებს ბალიაშვილი.
”საქართველოს გზის ”წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილი განსაკუთრებით არის ამ რეგიონით დაინტერესებული:
”ეხლა ჩემთვის გასაგებია, თუ რატომ აქვს მერაბიშვილს ამხელა ინტერესი შიდა ქართლის მიმართ, რატომ იყიდა ”გორის დილა”, რატომ ხდება სასოფლო-სამეურეო ტექნიკის მობილიზება ამ რეგიონში, ეს ყველაფერი მათ საკუთარ ბიზნესზე ზრუნვას უკავშირდება”.
ბალიაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქარელის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრს დაასახელებს, რომელიც ჩინოვნიკების ბიზნესს გაუწევს მეთვალყურეობას.