რამდენიმე წუთის წინ, “გურია ნიუსს” “ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ განუცხადა, რომ გარდაცვლილი პატიმრის ძმას, გიორგი ელიბეგოვს ცხედარს არ აჩვენებდნენ.
“ჩემი ძმის გარდაცვალების შესახებ დაახლოებით 2 საათის წინ გავიგე. ის მარტში დააკავეს, სწორედ იმ პერიოდში, რაც მე “ქართულ ოცნებასთან” დავიწყე თანამშრომლობა. ჩემი ძმა დაიჭირეს და მას ნახმარი შპრიცი ჩაუგდეს, შემდეგ 260-2 მუხლის მე-2 ნაწილით გაასამართლეს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ის დაიბარეს და რამდენჯერმე გააფრთხილეს,” _ განაცხადა გლდანის #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ძმამ გიორგი ელიბეგოვმა.
გიორგი ელიბეგოვი “ქართული ოცნების” აქტივისტია.
ერთი საათის წინ, “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა.
კობახიძე ამბობს, რომ ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ამ ამბავს უმალავდნენ, რადგან მისი საკრედიტო ბარათიდან 5 დღის განმავლობაში თანხა არ ჩამოჭრილა.