“დღეს თავისი სათქმელი თქვა აჭარამ. ხალხი გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ უკვე არის ცვლილებების დრო. რაც გაკეთდა 8 წლის განმავლობაში, კარგია. მადლობა მათ, მაგრამ აწი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ” – განაცხადა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას თქმით, “დარჩენილი აქციები როგორც აქამდე, ისე სტაბილურად და მშვიდობიანად ჩატარდება. 1 ოქტომბერს კი ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.”