_ რამდენიმე პაციენტი უკან გამოაბრუნეს და ქალაქის საავადმყოფოში გადაამისამართეს. როგორც ითქვა, დილამდე ასეთი სიტუაცია იქნება, _ აღნიშა წიწიკაშვილმა.
ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი სამხედროები იმყოფებიან.
წიწიკაშვილის ინფორმაციით, ჰოსპიტალში ამ დროისთვის 4 დაჭრილი ჯარისკაცია, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარებს არავინ აკეთებს. დაჭრილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არც ოჯახის წევრები ფლობენ, რომლებიც საავადმყოფოს მისაღებში იმყოფებიან.