ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში დგებოდა სპეციალური სიები, სადაც აღრიცხული იყვნენ ის პედაგოგები, რომლებიც უნდა წამოსულიყვნენ 8 აგვისტოს პრეზიდენტთან შესახვედრად. ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ აუცილებლად დასწრებოდნენ შეხვედრას.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებიც სპეციალურ სიაში იყვნენ შეყვანილები, შეხვედრაზე არ მივიდნენ.
“გურია ნიუსი” რამდენიმე სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, რომლებმაც დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მათ პედაგოგების სპეციალურ სიები ჰქონდათ შედგენილი:
_ კი, შევადგინეთ სია, ვინ იყო მსურველი და ვინ _ არა. არის ამაში რაიმე კანონდარღვევა? თუმცა, ზუსტად არ ვიცი, ვინ დაესწრო, _ თქვა “გურია ნიუსთან” ქალაქის ერთერთი საჯარო სკოლის დირექციაში ნდობით აღჭურვილმა პირმა.