მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, დილის 10 საათიდან ნაშუადღევის 4 საათამდე, მოსახლეობის პრობლემების შესახებ წინადადებები და რიგითი საკითხები უნდა მოისმინონ, ჩაიწერონ და პასუხი უნდა მიაწოდონ. ოქმს უნდა ადგენდეს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი” სამიზნე სოფლებში ყველა იმ შეხვედრას აკვირდებოდა, რომელიც უკვე შედგა.
ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან ხუხიას თქმით, მას შემდეგ, რაც მონიტორინგი დაიწყო, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები იშვიათად ესწრებიან შეხვედრას, აქტიურობით არც მოსახლეობა გამოირჩევა.
_ მერიაში, თხინვალში, ურეკში, ჭანიეთსა და მაკვანეთში ეს შეხვედრები ტარდება, თუმცა ყველა შეხვედრას აპარატის წარმომადგენელი არ ესწრებოდა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ლევან ხუხიამ.
მისივე თქმით, ამომრჩეველს საკითხის, წინადადების ან პრობლემების დასმიდან ერთ თვეში, აუცილებლად უნდა მიეწოდოს ოფიციალური პასუხი საკრებულოდან.
ამ სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს UშAID-ის საშუალებით გაწეული დახმარებით.
ნაშრომში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.