აჭარის ტელევიზიას მთავრობის საქვემაუწყებლო დაწესებულებას წარმოადგენს, ჟურნალისტებს კი წამყვანი სპეციალისტების სტატუსი აქვთ.
“დემოკრატიის ინსტიტუტი” სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს, რომელიც სამთავრობო, არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სწორედ საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმსჯელოს ტელევიზიის სტატუსის შესახებ და მიიღოს მონაწილეობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ იურიდიულ პროცესებში.
“უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. ეს უნდა მოხდეს დაჩქარებული ფორმატით, რადგან მომავალი წლისათვის თუკი ტელევიზიას ისევ ის სტატუსი ექნება და ისევე გამოეყოფა სახელმწიფოსაგან თანხა, ეს იქნება თანხების არამიზნობრივი ხარჯვა,” _ ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.
დემოკრატიის ინსტიტუტმა მიზნობრივი კვლევაც ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობდა რეგიონში მოქმედი 11 სექტორის 236 წარმომადგენელი. გამოკითხულთა 75%-მა ტელევიზიის რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. ამ შედეგების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფუძნების მოტივით, დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტებმა შეიმუშავეს კანონპროექტი.
თუკი ნოემბრის ბოლომდე არ მოხდება ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრა შესაძლოა მას დაფინანსება შეუჩერდეს ან ახალი ხელისუფლების ნების შემთხვევაში დაფინანსების ძველი ფორმითა და სტატუსით განაგრძობს არხი მუშაობას.