სადავო ნორმას წარმოადგენდა “ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი,რომელიც ინტერნეტურთიერთობების მონიტორინგს – გლობალურ საინფორმაციო ქსელში ღია და დახურული ხასიათის ურთიერთობებზე დაკვირვებას და მათში მონაწილეობას გულისხმობდა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები განმახორციელებელ ორგანოს შესაძლოა ჰქონოდა სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განეხორციელებინა დაკვირვება დახურული ხასიათის ინტერნეტ ურთიერთობებზე. საია-ს და ჩუგოშვილი მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორმა ნამდვილად არ შეიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს, ამიტომაც, ეს ნორმა არაკოსტიტუციურად ცნო.