კარაპეტიანის თქმით, პრობლემა ის იყო, რომ ქართული ვერსიის თანახმად, ეკლესია აშენდა ადრე არსებული მართლმადიდებლური ეკლესიის ადგილას და მიითვისეს. ამრიგად, როგორც ამტკიცებს კარაპეტიანი, ქართულ მხარეს დიდი ხნის მანძილზე, დეზინფორმაციაში შეჰყავდა როგორც ქართული, ისე სომხური მხარე.
მისივე მტკიცებით, სიმართლის დადგენა ჩვენს დრომდე მოღწეული 1662 წლის წარწერის ფრაგმენტით და იმავე წელს აღმართულ ხაჩქარზე არსებული წარწერით მოხერხდა, რომელიც სურბ ნშანის ეკლესიის სამხრეთ ნაწილში იყო დაცული. სწორედ ამ ეპიგრაფიკული წარწერების მეშვეობით, მოხერხდა არქიტექტორის ვინაობის დადგენაც, რომელმაც 1662 წელს მისი რესტავრაცია მოახდინა. კარაპეტიანის თქმით, მანვე, 1665 წელს ბოლნისში სურბ კირაკის, მანამდე კი, სოფელ შულავერში სამონასტრო კომპლექსის – ბნი ძორის მთავარი ეკლესია ააშენა.
კარაპეტიანს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ “დღეისათვის, მრავალრიცხოვანი სომხური ეკლესიებიდან საქართველოში მხოლოდ ექვსის დაბრუნებას ითხოვენ“. თუმცა, მის თქმით, სომხური მხარის მოთხოვნა ძირითადად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიდგომის გამო და არა ხელისუფლების გამო ფერხდება.
ამ საკითხთან დაკავშირებული წიგნი სომხური არქიტექტურის შემსწავლელმა ფონდმა, რომელიც ამერიკაში მცხოვრებ სომხებს ეკუთვნის, რუსულ, სომხურ და ინგლისურ ენაზე გამოსცა და იგი საქართველოშიც გავრცელდება. ვარაუდობენ, წელიწადში 3-4 წიგნს გამოსცემენ, რომელიც საქართველოში არსებულ სომხური არქიტექტურის ძეგლებს მიეძღვნება.
მასალა მომზადებულია ბმულის მიხედვით:
http://www.arminfo.info/index.cfm?objectid=E5292480-2354-11E2-A4DCF6327207157C