“ჩემი იდეა იყო და არა მარტო ჩემი, ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რომ ეს გენიალური რეჟისორი, რომელმაც ქართულ თეატრს მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი, დაბრუნებულიყო, ანუ სამართლიანობა აღდგენილიყო. მიმაჩნია, რომ მას უსამართლოდ მოეპყრნენ. ამ დღეებში, შესაძლოა, დღესაც, შევხვდეთ ბატონ რობიკოს და უფრო დაწვრილებით, ამ შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ. შესაძლოა, ის ძველ თანამდებობაზე დაბრუნდეს, თუმცა შესაძლებელია სხვა პოზიცია შევთავაზოთ,” – განაცხადა მთავრობის სხდობის დასრულების შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved