“მთავარია, რომ საბანკო სფეროში ჩვენ კონკურენციას მივაღწიოთ. ეს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის, თუმცა მე როგორც ეკონომისტი აღვნიშნავ, რომ საქართველოში საბანკო პროცენტის დაწევა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ბანკებს შორის სრულყოფილი კონკურენციით მიიღწევა,” – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, „გურია ნიუსზე“ გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენების ან რეპროდუცირების დროს წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა!


































































