აჭარის მთავრობის ინიციატივით, ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანია არასტანდარტულ ციტრუსს გლეხისაგან 20 თეთრად შეისყიდის, რომლისაგან 8 თეთრს მიმღებ კომპანიას აჭარის მთავრობა გადაუხდის, ხოლო 12 თეთრი კომპანიამ უნდა დაფაროს.
მთავრობა შესაბამისი სუბსიდიებისათვის რაიონის მუნიციპალიტეტებს თანხებს გადაურიცხავს. ქობულეთისათვის 224 ათასი ლარი გამოიყო, ხელვაჩაური _ 160 ათასი, ბათუმის ახლადშემოერთებული ტერიტორიებისთვის ქალაქის თვითთმართველობას 96 ათასი ლარი გამოეყოფა. სუბსიდიების ჩარიცხმა ციტრუსის მიმღები კომპანიისათვის გარკვეული დროის შემდეგ მოხდება, რომელიც ურთიერთშეთანხმების შედეგად გადაწყდება.
შეხვედრაზე ასევე ციტრუსის ექსპორტის გადასახადის კლების შესახებ ისაუბრეს. მთავრობის განცხადებით, საბაჟო გადასახადი, რომელიც 1100 დოლარი იყო, 600 დოლარამდე შემცირდა, რაც ერთ ტონა ციტრუსის განბაჟებაზე 100 დოლარით კლებას ნიშნავს.
არასტანდარტული ციტრუსი გლეხმა ქობულეთის გადამამუშავებელ ქარხანაში საკუთარი ხარჯით უნდა მიიტანოს, სადაც მას საბანკო ანგარიშსწორებით კოლოგრამ ციტრუსში 20 თეთრს გადაუხდიან.