და რომელიც, ნიშნად მომავალი თაობის მათდამი პატივისცემისა და სიყვარულისა, სოფელში მცხოვრებ ოთხმოცი წლის და მეტი ასაკის სოფლის მკვიდრთ მიეძღვნა. სოფელ გუთურში ამ ასაკის, დაახლოებით, 41 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც დღემდე მხნედ აგრძელებენ ღირსეულად ცხოვრებას.
ღონისძიების ჩატარების ინიციატივა გუთურის საჯარო სკოლის პედაგოგებს გაუჩნდათ. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები _ მადონა გიორგაძე და თეა შათირიშვილი.
_ თავდაპირველად ჩვენი სკოლის პედაგოგს, თეა შათირიშვილს გაუჩნდა იდეა, ჩაგვეტარებინა ღონისძიება, სადაც ნაჩვენები იქნებოდა როგორ მღერიან ჩვენს სოფელში, თუმცა, საბოლოოდ გადავწყვიტეთ ერთი ლამაზი დღე მიგვეძღვნა ჩვენი სოფლის უხუცესებისთვის. იდეას მალევე შევასხით ფრთები. სულ რაღაც ერთ კვირაში მოვამზადეთ ეს ღონისძიება, რომელშიც დიდი სითბო და სიყვარული ჩავდეთ. ჩვენ გარშემო თითზე ჩამოსათვლელი არიან ასეთი ადამიანები და მათ მოფერება და გაფრთხილება სჭირდებათ. ძალიან ვეცადეთ და ვფიქრობთ, ლამაზი დღე გამოვიდა, _ გვითხრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მადონა გიორგაძემ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლექსები, სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები, რომლებსაც ასრულებდნენ გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდა.