https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ციტრუსის წლევანდელი მოსავალი, შესაძლოა, ხალხმა შარშანდელზე მეტად იზარალოს

3:12; 19.12.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ რატომ მოვკრიფო? არ ვხედავ, ჩემი მეზობლები რა დღეში არიან? ათი ტონა მანდარინის მოკრეფა და მისი ხარჯები თქვი, მერე გადაყრას რამდენი შრომა სჭირდება. არ ვკრეფ, მორჩა და გათავდა. მერე ხეებს გავათავისუფლებ, რომ თოვლმა ტოტები არ დაამტვრიოს, ზოგს ჩამოვყრი, ზოგი თავისით ჩამოიყრება, _ გვეუბნება ოზურგეთელი ავთანდილ მჟავანაძე.

მანდარინის რეალიზაციის პრობლემა ახალი როდია. ამ საქმეს, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, წინსვლა არ დასტყობია, პირიქით, საქმე ყოველ წელს უარესადაა. მარტო გასული წელი გავიხსენოთ, როცა გურიაში მანდარინის მოსავალი მოსახლეობამ ღელეებსა და ხრამებში გადაყარა. “გურია ნიუსი” ამის შესახებ არაერთხელ წერდა.

მკითხველს შევახსენებთ ერთ ფაქტს, როცა 2007 წელს, მანდარინის საოცრად დიდი მოსავალი იყო და ხალხმა გადაწყვიტა, არ მოეკრიფა. ამასთან დაკავშირებით, გურია ნიუსის” რედაქციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მერიისა და თხინვალის მეციტრუსეების, სულ 188 კაცის ხელმოწერილი განცხადება შემოვიდა. ისინი მიმართავდნენ მაშინდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრს, ლადო გურგენიძეს.

ტექსტი, რომელიც “გურია ნიუსმა” მაშინ გამოაქვეყნა, ასეთი შინაარსის იყო: “მეციტრუსეობა მწვავე კრიზისს განიცდის. დარგი, შეიძლება, საერთოდ განადგურდეს, რადგან მოსავალი თვითღირებულების ნახევარსაც ვერ ანაზღაურებს. მოწეული მოსავლის რეალიზაციისთვის დიდი დახმარება იქნებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან საბაჟო განაკვეთების შემცირება, რომელიც იმდენად მაღალია, რომ, ფაქტიურად, მისი გადახდა მიზანშეუწონელია. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად სთხოვოთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, მათ მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადების შემცირება”.

მაშინ ამ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა კი, ხუთი წლის შემდეგ, მეციტრუსეების წინაშე კვლავ იგივე პრობლემა დგას და ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ:

_ უნდა შემცირდეს ბაჟი, შეიქმნას დამამზადებელი პუნქტები, ცალკე შეიქმნას არასტანდარტული მანდარინის, ე.წ. “ენესის” გადამამუშავებელი საწარმოები, გაკეთდეს შესანახი მაცივრები, რათა ციტრუსის გასაღების სეზონი გახანგრძლივდეს, _ ამბობს შეწუხებული მოსახლეობა.

ციტრუსის პლანტაციების მფლობელთაგან საყვედურები ისმის მერიის წვენების ქარხნის მისამართითაც _ მეციტრუსეები ციტრუსის შესასყიდ დაბალ ფასზე საუბრობენ.

ჩვენ ვეწვიეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის წვენების ქარხანას, შპს “ტონუსს”, რომელიც ახლა იჯარით აქვს აღებული შპს “საქართველოს ხილისა და ექსპორტის კომპანიას”. კომპანიის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ვაშალომიძე უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს შპს “ტონუსს” მანდარინის შესასყიდად ხელსაყრელი ფასი არ ჰქონდეს დაწესებული.

_ ყველაფერი პირიქითაა, ჩვენთან ძალიან კარგი ფასია დარეგულირებული. ბევრმა არ ჩაგვაბარა მანდარინი, წაიღო და მერე გვეხვეწებოდნენ, ჩაიბარეთო. უკმაყოფილო, პირიქით, ჩვენ ვართ, აქაოდა, ქარხანააო, ადგება ეს ხალხი და ჩვენთან გადარჩეული მანდარინი მოაქვთ. რატომ ჰგონიათ, რომ ასეთ მანდარინს სიხარულით მივიღებთ? გადაარჩევენ ხარისხიან მანდარინს და საგულდაგულოდ ინახავენ სხვაგან გასაყიდად. ასეთი ქმედებით საკუთარ თავს იგდებენ გამოუვალ მდგომარეობაში. ბრალს კი ჩვენ გვდებენ. გადახედეთ ჩვენს ფასებს, კალიბრის მიხედვით, ცუდია? _ ამბობს ლადო ვაშალომიძე.

_ ბატონო ლადო, მოსახლეობა უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ძალიან ბევრ მანდარინს უხარისხოდ მიიჩნევთ და “ენესში” ანუ არასტანდარტულში უშვებთ ან სულაც, უკან ატანთ…

_ მართალია, ხალხი ცოდვაა, როცა მანდარინის რეალიზაცია არ ან ვერ ხერხდება, მაგრამ თუ მანდარინი ლაქიანი, სოკოვანი და გადარჩეულია, ცხადია, ვერ მივიღებთ. გარდა ამისა, ყველამ უნდა გაიგოს, რომ “ენესის” სახით ვიღებთ მოტანილი მანდარინის რაოდენობის 15 %-ს. მაგალითად, ერთ ტონას თუ მოიტანს, ამ რაოდენობის 15 %-ს მივიღებთ არასტანდარტულში. ერთი ტონა ან 500 კილო “ენესი” რომ მომიტანა და კარგი ყველა სახლში დაიტოვა, არ იცის, რომ არ ჩავიბარებ?

_ მოსახლეობაში ამბობენ, რომ ყოველ ერთ ტონა მანდარინში 100 კილოგრამს უფასოდ იტოვებთ.

_ რას ამბობთ, ეს ვინ თქვა?

_ ძალიან ბევრმა.

_ ტყუილია. ჩვენ ასეთი რამ არასოდეს გაგვიკეთებია. ხარისხიან მანდარინში ჩვენ 80 თეთრს ვუხდიდით ხალხს. ვინც არ ჩაგვაბარა, ისინი ახლა მოდიან და გვეხვეწებიან, ჩაიბარეთო.

_ თუ ასე მაღალ ფასში იბარებთ, რატომ ეუბნებით უარს?

_ ახლა მუშაობა შევწყვიტეთ, დროებით. მოსაწესრიგებელია შიდა სამუშაოები, დანადგარია გასასუფთავებელი.

_ თუმცა, ეს მიღების პროცესს არ უნდა აფერხებდეს, როცა ხალხს ასე უჭირს.

_ იცით, ახლა მიღებული გვაქვს 300-ტონამდე მანდარინი და ამის რეალიზაცია თუ არ მოვახდინეთ, ისე ახალ პარტიას ვერ მივიღებთ.

_ ხალხიც მაგას ამბობს, არ იბარებენო.

_ საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი რესურსი, დიდი რაოდენობით გავიტანოთ მანდარინი. ჩვენ შეგვიძლია, სეზონზე მივიღოთ 2 000 ტონა. წელს პირველად ვმუშაობთ. მთლიანად გურიაში რაც მოსავალი მოდის, ჩვენ მაგის მიღებას ნამდვილად ვერ შევძლებთ. ისე კი ვეცდებით, მომავალში გავაფართოვოთ წარმოება და მეტის რეალიზაცია მოვახერხოთ.

_ სარეალიზაციოდ სად გაგაქვთ მანდარინი?

_ გასაყიდად უკრაინასა და ყაზახეთში მიგვაქვს. “ენესს” კი ქობულეთის წვენების ქარხანაში ვაბარებთ.

_ ახლა ძალიან ბევრ გლეხს აქვს გასაყიდი მანდარინი. როდის განაახლებთ მუშაობას?

_ სამ-ოთხ დღეში მიღებას კვლავ დავიწყებთ. ამ ეტაპზე სიებს ვადგენთ, ვინც მოდის და ამის მიხედვით ჩავიბარებთ.

_ სადღეისოდ, როგორი ფასებია თქვენთან?

_ ჩვენ გვაქვს ფასი კალიბრის მიხედვით: 40-45 კალიბრი 40 თეთრი ღირს, კილოგრამობის მიხედვით, 55-65 კალიბრი _ 55 თეთრი და 65 კალიბრი _ 80 თეთრი. ერთი კილოგრამი “ენესი” კი 10 თეთრი ღირს.

_ ბატონო ლადო, რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული და როგორია მათი საშუალო ხელფასი?

_ აქ დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. მათი სამუშაო დღე დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე გრძელდება. ხელფასი კი 400-დან 700 ლარამდეა, გააჩნია, რა სიმძიმის სამუშაოს შესრულება ხდება.

_ აპირებთ თუ არა, მომავალ წელს გააფართოვოთ წარმოება?

_ რა თქმა უნდა. ჩვენი უპირველესი საზრუნავი სამომავლოდ ეს არის. ამასთანავე გვინდა, მომავალ წელს აქ გავხსნათ წვენების ქარხანაც და ქობულეთში არ დაგვჭირდეს წაღება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ მანდარინის რეალიზაციასთან დაკავშირებით ასეთი პასუხი გაგვცა:

_ ამ დღეებში ეს პრობლემა უპირველეს საქმედ მიმაჩნია. ყველა ღონეს ვხმარობთ, გამოვნახოთ გზები და ხალხს მანდარინის რეალიზაციაში დავეხმაროთ. დავუკავშირდი მაჟორიტარ დეპუტატს, ზვიად კვაჭანტირაძეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც შევეშველებით ხალხს. წელს ეს საქმე ცოტათი დაგვიანებულია, მე გამგებლად ახლახან მოვედი. მომავალი წლისთვის კი ყველა ღონეს ვიხმარ, გურიაში რამდენიმე ქარხანა გაიხსნას, რათა ადგილზე ჩაიბარონ მანდარინი და, ამასთანავე, წვენების დამზადებაც მოხდეს, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

09:43; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26 დეკემბერი, 2025

"სამგანზომილებიანი" კოალიციის შიდადაპირისპირებები

სააკაშვილმა დასავლეთ საქართველოში საკრებულოების ჩამოვლა გადაწყვიტა

ყველა სიახლე

საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

9:43; 27.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

9:27; 27.12.2025
ზაფრანი

როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

9:22; 27.12.2025
ზაფრანი

სიყვარულს დაბადების საათი განსაზღვრავს

9:16; 27.12.2025
სამართალი

რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს

9:07; 27.12.2025
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო