რაც შეეხება ”ელექტრონულ სინდიკატს” – პროექტის განხორციელება ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2012 წლის სექტემბრიდან დაიწყო, აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს, საქართველოს ბიბლიოთეკების ჩართვას ერთიან, მონაცემთა ურთიერთგაცვლის და ერთიანი ელექტრონული კატალოგების სისტემაში.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და პროექტ „ელექტრონული განვითარების სინდიკატის“ კოორდინატორმა კოკა კიღურაძემ პროექტის შესახებ ვრცლად ისაუბრეს.
მათი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს საბიბლიოთეკო ქსელში არსებული, საბიბლიოთეკო ერთეულების ელექტრონულ კატალოგიზაციას და ერთიანი საძიებო სისტემაში მათ განთავსებას, ასევე ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული, ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების, ხელნაწერების, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო, მხატვრული და სხვა სახის ლიტერატურის ციფრულ ფორმატში გადაყვანას და მათ განთავსებას, ერთიან საბიბლიოთეკო პორტალზე, რაც საშუალებას მისცემს, როგორც ქართველ მკითხველს, ასევე ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ემიგრანტებს და ქართული კულტურით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს. მარტივად მოიძიონ, დაათვალიერონ, წაიკითხონ მასალა ინტერნეტის გამოყენებით, ასევე ადგილობრივ ბიბლიოთეკებში, კომპიუტერის საშუალებით, შიდა ქსელში გაეცნონ, ახალ ჟურნალ – გაზეთებს, სხვადასხვა ბიბლიოთეკების გაციფრებულ მასალას, აგრეთვე ექნებათ სხვადასხვა ტიპის ელექტრონული რესურსებით მომსახურების შესაძლებლობა, მკითხველთა კატეგორიის და მოთხოვნილებების შესაბამისად.
კოკა კიღურაძის თქმით, შემდეგ ეტაპზე უკვე გურიას, სამუშაო ვიზიტით ესტუმრებიან ეროვნული ბიბლიოთეკიდან:
_ იმედი გვაქვს რომ კულტურის სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან, ბიბლიოთეკებთან ერთად, თანამშრომლობის ფორმების გამოძებნით, შევქმნით საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის ერთიან ელექტრონულ კატალოგებს, ერთიან ელექტრონულ ბიბლიოთეკას და მკითხველს გავუადვილებთ ძიების და მასალების გაცნობის პროცესს და შევეცდებით, ბიბლიოთეკები, სოფლად თუ რაიონულ ცენტრებში იყოს განათლების ხელშემწყობი და მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული ორგანიზაცია. უახლოეს მომავალში ბიბლიოთეკებს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, ეროვნული ბიბლიოთეკის ტრენერთა ჯგუფი, რომლებიც განახორციელებს თანამშრომელთა სწავლებას და დაიწყება ელექტრონულ სივრცეში მასალების განთავსება, როგორც წიგნების, ასევე ჟურნალ-გაზეთების და ფოტოკოლექციების. _ გვითხრა კოკა კიღურაძემ.
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ ძველი აბანოების ნაშთებიც მოინახულა. მისი თქმით, თავად მინისტრი გააკონტროლებს ამ საკითხს და შესაბამისი სამსახური დაიწყებს მუშაობას ძველი აბანოების გადარჩენისთვის.