სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც „აკს”-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და 237 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.