კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 და 2010 წლების საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებში; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ 2009 წელს შემუშავებულ დასკვნაში; სახალხო დამცველის 2007-2008 წლის ანგარიშში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში, 2009 წლის 23 იანვარს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ დამტკიცებულ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დასკვნაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში.
მერაბ რატიშვილმა ციხეში ყოფნის დროს, გამომცემლობა “კალიგრამის” დახმარებით, გამოსცა პოლიტიკურ-ისტორიული, მძაფრსიუჟეტიანი რომანები:
“ჯუღა”, “ილიადი”, “თეთრი ლამა”, (ორ ტომად) “დაკარგული ფურცლები”, “ოდესღაც”, (ლექსებისა და მოთხრობების კრებული), რომლებიც მცირე დროის პერიოდში ბესთსელერებად იქცა. მისი წინგნები ითარგმნა რუსულ, ინგლისურ, სერბულ, ჩინურ ენებზე.
მერაბ რატიშვილი 2007 წლის 26 ოქტომბერს, ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით წინსწრებით დააპატიმრეს. იგი ფინანსურ და ინტელექტუალურ დახმარებას უწევდა გაერთიანებულ ოპოზიციას. დაკავების შემდეგ მისგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ, რომ თითქოს იყო რუსეთის ჯაშუში და ასევე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც იყვნენ რუსეთის ჯაშუშები. აღიარებით ჩვენება რომ ვერ მიიღეს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.