“მინდა სვანეთიდან მივულოცო მთელ საქართველოს ახალი წელი. ვუსურვო, გამთლიანება და წინსვლა. მჯერა, რომ 2013 წელს ჩვენ შევძლებთ და ქვეყანას განვითარების სწორ გზაზე შევაყენებთ. რაც შეეხება სვანეთს, ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის იყო საქართველოს გუშაგი და მისი საუნჯის მცველი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მთა გავაძლიეროთ, აქაურ მოსახლოებას მაქსიმალურად დავეხმაროთ პრობლემების დაძლევაში და ახალგაზრდებს აქ დარჩენის მოტივაცია გავუჩინოთ. ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრიორიტეტი უნდა იყოს” , – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსს მეუფე ილარიონს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა. მეუფემ იუსტიციის მინისტრი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.