მარინა ქუნთელია: "ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა. ექიმების რჩევით და მოთხოვნით ქალები ადგნენ და მათი ადგილი მამაკაცებმა დაიკავეს. აქცია გრძელდება და კიდევ უფრო ფართო მაშტაბებს მიიღებს“.
"გურია ნიუსი" ახალ მოშიმშილეებს გაესაუბრა:
ნუგზარ დარცმელიძე: "ქალბატონები ძალიან ცუდად იყვნენ და ჩვენ შევცვალეთ ისინი. არ ვაპირებთ დაშლას და შიმშილობის შეწყვეტას იქამდე, სანამ სამართალს არ მივაღწევთ, იქამდე ვიქნებით აქ, სანამ საჭიროება მოითხოვს და კიდევ ერთი _ მინდა დააფიქსიროთ, რომ ნამდვილად აბაშელი ვარ, სოფელ სამიქაოდან და არსაიდან არ ვარ ჩამოყვანილი".
დემურ გაბელაია: _ სოფელ ნოღოხაშში ვცხოვრობ. არსაიდან არ ვარ ჩამოყვანილი, არც არსად წავსულვარ და არც ვაპირებ კიდევ სადმე წასვლას.
– ბატონო დემურ, დღეს გამგებელმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აქ მყოფი ადამიანების უმეტესობა სხვა ქალაქებიდან და იმერეთის სოფლებიდან არიან ჩამოყვანილნი. თქვენ რა პასუხს გასცემდით მას ამ მოსაზრებაზე?
– გამგებელი ცრუობს. აქ ყველა ადგილობრივია.
საკრებულოს შენობაში ახლა უკვე ოთხი მოშიმშილე მამაკაცი აგრძელებს აქციას.