ამასთან დაკავშირებით განცხადებას აღნიშნული უწყების პრესსამსახური ავრცელებს. რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“2013 წლის 22 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრიდან 1 858-მა ბრალდებულმა-მსჯავრდებულმა დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა.
ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის ასე გამოიყურება: №1 დაწესებულება – 84; №2 დაწესებულება – 93; №3 დაწესებულება – 62; №4 დაწესებულება – 44; №5 დაწესებულება – 32; №6 დაწესებულება – 72; №7 დაწესებულება – 6; №8 დაწესებულება – 253; №9 დაწესებულება – 165; №11 დაწესებულება – 0; №12 დაწესებულება – 84; №14 დაწესებულება – 176; №15 დაწესებულება – 227; №16 დაწესებულება – 200; №17 დაწესებულება – 273; №18 დაწესებულება – 28; №19 დაწესებულება – 59.” ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.