სასამართლო პროცესი, რომელიც დღე 4 საათზე დაიწყო, დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა. ემირიძემ თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ განთავისუფლდება პატიმრობიდან.
ოფიციალურ საქმეში არ ფიგურირებს ასლან სმირბა, თუმცა გია ემირიძის მეგობარის თამარ ღოღობერიძის განცხადებით, თანხა ემირიძეს სწორედ სმირბამ გადასცა. “ხელებში მიაჩეჩა ფული და ამის შემდეგ დააკავეს” – ამბობს ღოღობერიძე – “ალბათ მოგეხსენებათ, რომ 20 ათასი ლარი ადვილი საშოვნი არაა. უპატიოსნესი ოჯახია და ხელფასით დაგროვილი ვერ ექნებოდა. თუ მეგობრები დავეხმარებით ცოტას. ალბათ მალე გადავიხდით და გამოვა გია”.
ემირიძე 29 იანვარს დააკავეს. მას ბრალად 15 ათასი ლარის ქრთამის სახით აღება ედებოდა.