ამის შესახებ “გურია ნიუსს” გიორგი კირთაძემ განაცხადა.
“სასამართლო გადაწყვეტილება არის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული აქტის შეჩერებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა გიორგი კირთაძემ. კირთაძის თქმით, იგი დღის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოში ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ბათუმის საკრებულომ გიორგი კირთაძე საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 31 იანვარს გადააყენა. 14 ხმით 1-ის წინააღმდეგ, კირთაძეს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, კირთაძის თანამდებობიდან გადაყენება და ირაკლი ჩავლეიშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა უკანონოა, რადგან 19 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს საგანგებო სხდომაზე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობამ” კირთაძის იმპიჩმენტი მოითხოვა, თუმცა, კვორუმი არ შედგა და საკითხი განუხილველი დარჩა. ნაციონალების განცხადებით, საკრებულოს რეგლამენტით დღის წესრიგში საკითხის დასმიდან 3 თვის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების უფლება საკრებულოს წევრებს აღარ აქვთ. 3-თვიანი ვადა 19 თებერვალს გადიოდა, თუმცა საკრებულოს ოპოზიციონერ წევრების განცხადებით, 19 ნოემბერს კვორუმის არ არსებობის გამო საკითხი დღის წესრიგში ვერ მოხვდა და შესაბამისად, 3-თვიანი ვადა აუცილებელი არ გახდა.