ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი, ლელა იმედაშვილი ახალი ეტაპისთვის ემზადება და საგანმანათლებლო სისტემაში დაბრუნება სურს. ამ ინფორმაციას ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან” ადასტურებს.
რაც შეეხება ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ამჟამინდელ დირექტორს, ირინა ინარიძეს, კონკურსში ისიც აპირებს მონაწილებას.
_ დღეს ან ხვალ შევიტან განცხადებას. რამდენიმე წუთის წინ ჩამოვედი ბათუმიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას, – გვითხრა ირინა ინარიძემ.
მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორი, ნათელა თოხაძე ახალი თანამდებობისთვის ემზადება. მან შეიტანა უკვე განაცხადი სამინისტროში. ის 2012 წელს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის დირექტორობიდან გაადაყენეს, წელს კი იმავე სამეურვეო საბჭომ კვლავ აირჩია დირექტორად.
მარინა ვაშალომიძე, ლაითურის საჯარო სკოლაში მუშაობს და ის ადრე გურიის ერთ-ერთი დიდი სკოლის, ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. მან ჩვენთან საუბრის დროს დაადასტურა ინფორმაცია, რომ კონკურსში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
ქეთევან კვაჭანტირაძე ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამშემწეა. ის ხშირად იღებდა მონაწილეობას სკოლის დირექტორობის კონკურსში. იმ დროსაც, როდესაც ლოტოტრონით ინიშნებოდნენ დირექტორები.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, რესურსცენტრის დირექტორიბის კონკურსზე განაცხადების მიღება ხვალ, 5 თებერვალს მთავრდება და არ არის გამორიცხული, რომ მსურველთა რიცხვი გაიზარდოს.