გავრცელებული ინფორმაციით, მის ნაცვლად ბიძინა იმნაიშვილი ინიშნება, რომელზეც ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის ძმის, ადიკო ივანიშვილის პროტეჟეა. იმნაიშვილთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ, ჩვენს ზარს არც ადიკო ივანიშვილი პასუხობს.
ცვლილებების მოლოდინშია ურეკის კულტურის სახლი. ამ ინფორმაციას ურეკის კულტურის სახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ დვალიშვილი ადასტურებს, მაგრამ გვირჩევს, მოვლენებს ნუ გაასწრებთო…
_ ამ ეტაპზე ვარ ჩემს თანამდებობაზე და მეტს ვერაფერს გეტყვით. მადლობთ, რომ ჩემს გამო შეწუხდით და დამიკავშირდით (?), _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნუგზარ დვალიშვილმა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დვალიშვილის ნაცვლად კულტურის სახლის დირექტორად ქეთევან ლორთქიფანიძე ინიშნება. როგორც სანდო წყარო ამბობს, ის პრემიერ-მინისტრის ძმის ახლობელია. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ქეთინო ლორთქიფანიძე:
_ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ დანიშვნასთან დაკავშირებით.
_ ამბობენ, რომ ადიკო ივანიშვილის ახლობელი ხართ და სწორედ მისი წყალობით ინიშნებით კულტურის სახლის დირექტორად. მართალია ეს?
_ ეს არის სიცრუე, “ნაცმოძრაობამაც” სწორედ ამის გამო გამომიშვა სამსახურიდან და მაშინაც მსგავსი კითხვები იყო. ის არც ჩემი მეგობარი და ნათესავია, _ გვითხრა ქეთევან ლორთქიფანიძემ.