კომპანია უცხოურ ბაზრებზე ოპერირებას ლონდონში პოზიციების გამყარებით იწყებს. პროდუქცია, რომელიც ლონდონის “ვიქენდ მარკეტებზე” გაიყიდება, სპეციალურად ინგლისელი მომხმარებლისთვის და მარკეტინგულ კვლევებზე დაყრდნობით, განსხვავებულად შეიფუთება და ასორტიმენტიც ქართული ბაზრისგან განსხვავებული იქნება. უკვე წარმოებულ პროდუქციას ლონდონელებისთვის საზამთროსა და სამოთხის ვაშლის მურაბაც დაემატება.
ლონდონელები მარნეულის სასურსათო ქარხნის სრულ ასორტიმენტს – ქართული ტრადიციული რეცეპტით დამზადებულ საწებლებს, მარინადებს, ჯემებსა და მურაბას – 17-20 მარტს, დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ “სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზეც” იხილავენ. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, ქართული პროდუქცია ათასობით უცხოელმა დააგემოვნოს.
“მოცემულ ეტაპზე “მარნეულის სასურსათო ქარხანა” ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და ჩვენს უმთავრეს მიზანს იმპორტირებული პროდუქციის
(მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი,
ირინე გაფრინდაშვილი)
ადგილობრივით ჩანაცვლება წარმოადგენს. ამიტომ ექსპორტზე ფიქრი აქამდე არ დაგვიწყია. თუმცა, ჩვენი პროდუქციით ლონდონში მოღვაწე ქართული კომპანია “Good Food from Abroad” დაინტერესდა. სწორედ მათ შემოგვთავაზეს, სპეციალურად ლონდონის სუპერმარკეტებისთვის, შეფუთვასა და ასორტიმენტში ცვლილებები შეგვეტანა და ახალი სახით შევსულიყავით ჩვენთვის ახალ და პირველ საექსპორტო ბაზარზე”, – განმარტავს “მარნეულის სასურსათო ქარხნის” დირექტორი ირინე გაფრინდაშვილი.
“მარნეულის სასურსათო ქარხანა“ “მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.
(R)