ჯუბა მარუაშვილი, “სიდას” რეგიონული განვითარების მენეჯერი:
_ მოგეხსენებათ, რომ ეს შეხვედრები მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ეგიდით, რომელსაც ფასილიტაციას უწევს “სიდა”. მე, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი ქსელის წევრი ორგანიზაციები და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება უყურებს ამ პროცესს როგორც არაჯანსაღს. ჩვენი პოზიციაა მთელი რიგი შეკრებებიდან, რომელიც უკვე ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში და ახლა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში, გავიგოთ საზოგადოების მოსაზრება. ინიციატივა და კანონპროექტი ქვეყნის დეცენტრალიზაციისა არის კარგი და მისასალმებელი, ეს არის ძალიან ჯანსაღი ინიციატივა ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის გასაზრდელად, თუმცა შეხვედრებზე არის მთელი რიგი შეკითხვები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი ძალიან სასარგებლოა ქვეყნისთვის.
ჩვენს კითხვაზე რამდენადაა ჩართული ამ პროცესში საზოგადოება, ჯუბა მარუაშვილმა განაცხადა:
_ მე, ვფიქრობ ეს არის თვითონ ინიციატორი ინსტიტუტის პრეროგატივა და ასევე თვითმმართველობების. თუმცა, ბუნებრივია აქ სამოქალაქო სექტორი ვერ გადგება განზე, სწორედ მათ უნდა შეუწყონ ხელი ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ ორიენტირებული ვართ თანამშრომლობაზე.
შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის”, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის”, “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის”, „გურიის ახლგაზრდული რესურსცენტრის“ და „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი წამოწიეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ქონების შენარჩუნების პრობლემა. მას შემდეგ, რაც სოფელს გადაეცემა მის შემადგენლობაში არსებული ქონება რამდენად შეეძლება მას არსებული ქონების შენარჩუნება, გადასახადის გადახდა…
საკადრო პრობლემები- მუნიციპალური ერთეულების რაოდენობის გაზრდის შემდეგ საჭირო იქნება შესაბამისი კვალიფიციური კადრის მოძიება…
საკოლმეურნეო ქონების ბედი დღემდე გადაუწყვეტელია./ სატყეო, მიწათსარგებლობის. იურიდიულად ქონება კოლმეურნეობის და არა თვითმმართველობის საკუთრებაშია .
სოფლების ადმინისტრაციული საზღვრები არ არის დადგენილი…
არ არის გატარებული მიწის რეფორმა, შესაბამისად ახალი ტერიტორიული დაყოფა წარმოაჩენს ბევრ პრობლემურ მიწის ნაკვეთს.
ადმინისტრაციული საზღვრები არ არის დადგენილი…
მოსახლეობას სოფლის საძოვრები ზოგ შემთხვევაში აქვთ სხვა სოფლების ტერიტორიებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი თემებს შორის…
თვითმმართველ თემს შეეძლო გაერთიანება და ჩამოეყალიბებინათ მუნიციპალიტეტი და აქამდე პრეცენდენტი არ განხორციელებულა…
ხალხის დაინტერესება მოხდეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის მიმართ რაიმე ტიპის მექანიზმებით… მოტივირება…
რამდენად არის შესაძლებელი თვითმმართველობის რეფორმა მოხდეს არსებული სისტემის “რებრენდინგით” და არა ხისტი რეფორმით…
გადასახადების აკუმულირება მოხდეს ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ დანაწილდეს სოფლის თვითმმართველობებში, ნაცვლად ზიარისა…