ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაადგინა. კომისიის მიერ გამსვლელ ქულად 60 ქულა განისაზღვრა.
ტესტირების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტი, 1 და 2 აპრილი. გასაჩივრების შემთხვევაში, აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52).
აბაშის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 4 კანდიდატი: სალომე თოფურია, მერაბ მიგინეიშვილი, ზვიად მიმინოშვილი და ციალა ჩიტია იბრძოდნენ. მათ რესურსცენტრების ხელმძღვანელთა შესარჩევი ტესტირება თბილისში განათლების სამინისტროში შაბათს, 23 მარტს სხვა კანდიდატებთან ერთად გაიარეს. ტესტირების პასუხების მიხედვით ყველაზე მაღალი ქულით აბაშის რესურსცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სალომე თოფურია ლიდერობს. მან 65,5 ქულით გადალახა კომისიის მიერ დადგენილი ზღვარი.