სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სიმონ ხ–ს პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღეს.
იმავე დღეს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს და დააკავეს ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი, რომლისგანაც სიმონ ხ–მ „ჰეროინი“ შეიძინა. სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, დაკავებული ელიზბარ რ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკის საერთო წონა 2,4234 გრამს შეადგენს, რომელშიც 0, 1882 გრამი „ჰეროინი“ აღმოჩნდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ელიზბარ რ-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში რეალიზაციის მიზნით ჩამოიტანა.
ნარკოლოგირი შემოწმებისას, დაკავებული სიმონ ხ-ს სისხლში „ოპიუმი“–ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების კვალი აღმოჩნდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) პირველი ნაწილის და 262-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალები უკანონო შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე) პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველო აწარმოებს.